- ივენთი დასრულებულია
Startup Founders & Friends Holiday Party
დეკემბერი 16, 2022 | 6:30 pm
ახალი წლის მოახლოება იდეალური დროა, რომ გადაავლოთ თვალი გასულ 2022-ს და 2023-წლის გეგმებს. ამ ყველაფერს კი ენერგიული მუსიკა, შესანიშნავი სასმლით გავსებული ჭიქები და მრავალფეროვანი აქტივობები უფრო სახალისოს გახდის. წვეულებაზე დაგხვდებათ Beer Pong, VR თამაშები, ჯენგა და სხვა.
16 დეკემბერს Startup Grind-ი, მის მდარდამჭერებთან ერთად წლის შემაჯამებელ საახალწლო ივენთს ჩაატარებს სტარტაპების დამფუძნებლებისთვისა და მეგობრებისთვის.
ივენთი გაიმართება ფაბრიკაში
განრიგი:
7:30 – 8:00 – რეგისტრაცია
8:00 – 8:30 – სტარტაპ ეკოსისტემის ორგანიზაციები (სტარტაპ გრაინდი, GITA, Impact Hub, მედიალაბი, აქსელი) მიმოიხილავენ გასულ წელს და გაგვიზიარებენ სიახლეებს.
8:30 – იწყება DJ სეტი (Toky-ის შესრულებით) და იღება Impact Hub-ის კარი თამაშებისთვის.
ბილეთების თანხა მოხმარდება Safe Haven პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 12 უკრაინელი ქალი მეწარმე ერთი წლით ცხოვრობს და სწავლობს საქართველოში.
წვეულება იმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის, მედიალაბის, Impact Hub, მეღვინეობა ჩელთის, ესტრელას, ნექსია TA-ის, ტერმინალის, გიფერისა და მედია პარტნიორი MVP.GE-ის მხარდაჭერით.