- ივენთი დასრულებულია
Prodact Community-ის პირველი Meet-up
მაისი 8 | 8:00 pm
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით Prodact Community პირველ Meet-up-ს 8 მაისს უმასპინძლებს.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკისა და Veli.Store-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ისეთ თემაზე, როგორიცაა: მონაცემთა მნიშვნელობა პროდუქტის მარკეტინგსა და მენეჯმენტში, რა როლს ასრულებს მონაცემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ეხმარებათ პროდუქტის განვითარებაში.
პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას კი, უფრო დეტალურად იქნება განხილული, თუ რა გზას გადის მონაცემები შეგროვებიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტის შეთავაზებამდე.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
გიორგი ვახტანგიშვილი – ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ბანკი
გიორგი ლომიძე – თანადამფუძნებელი და CEO, ProdAct Community
გიორგი ბერეჩიკიძე – ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, Veli.Store
ხოლო პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
თეო ზანგურაშვილი – თანადამფუძნებელი და CPO, ProdAct Community
დავით მჭედლური – დატა ინჟინერი, საქართველოს ბანკი
თეა ტურაშვილი – პროდუქტის მენეჯერი, EPAM
ინგა ნადარაია – გუნდის კაპიტანი, Bivision
აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს PRODACT Community 10 მითაფს უმასპინძლებს, რომლებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება PRODACT Community-ს წევრებს, მოწვეულ სტუმრებს და მითაფის თემით დაინტერესებულ ადამიანებს, დაელოდეთ სიახლეებს.