14

SEP

19:00

ფინტექ ჰაკათონი

14-16 სექტემბერი

BOG HQ

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

19:00
მიიღე მონაწილეობა საქართველოში პირველ ფინტექ ჰაკათონში!


დეტალური ინფორმაცია

საქართველოს ბანკი, 14 - 16 სექტემბრის ჩათვლით, სათაო ოფისში უმასპინძლებს პირველ ჰაკათონს ფინტექის თემატიკაზე. ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განხორციელებას ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში. იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაგვეხადა კონკურსი, გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიება მთლიანად დაეთმოს ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას - გადახდების მობილურ და ვებსერვისებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ჰაკათონის ამოცანის აღწერა.

სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 12 სექტემბერი, 18:00

ვისთვის არის კონკურსი

ჰაკათონი არის გუნდური კონკურსი, თუმცა რეგისტრაცია შესაძლებელია იმადამიანებისთვისაც, რომლებსაც სურთ რომ გუნდის წევრები იპოვონ ღონისძიებისფარგლებში.

ჰაკათონში ველით

  • დეველოპერებს
  • დიზაინერებს
  • ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იდეის კონცეფციის და ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება

გუნდის წევრთა მინიმალური რაოდენობაა - 2, ხოლო მაქსიმალური -5.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე.

I ადგილი

10,000 P

პროექტის დასრულებისთვის

II ადგილი

3,000 P

ფულადი ჯილდო

III ადგილი

1,000 P

ფულადი ჯილდო