- ივენთი დასრულებულია
Dances With Giants – Partnering with Shopify, Wix and Visa
თებერვალი 17 | 7:00 pm
რამდენადაც ქართული სტარტაპები განვითარებადი ქვეყნების ეკოსისტემების თამასის აწევას ცდილობენ, ზრდა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა მეტად რთულდება. სანამ ყველა აზიარებს მიღწევებსა და შედეგებს სიმაღლეების დაბყრობის შემდეგ, გეგა წურწუმია Payze-დან ისაუბრებს პროგრესისა და ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალი გზის სირთულეებსა და უპირატესობებზე.
17 თებერვალს Startup Grind Tbilisi გენერალური სპონსორის – საქართველოს ბანკი ბიზნესისა და პარტნიორების – ტერმინალი, მედიალაბი და მეღვინეობა ჩელთის მხარდაჭერით მორიგი ღონისძიებით ბრუნდება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და დასვან შეკითხვები Payze-ის ისეთ მიღწევებზე, როგორებიცაა:
- საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება
- ელექტრონული კომერციის ორ გიგანტთან, Shopify-ისა და Wix.com-თან პარტნიორობა და სიახლეები
- მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-ში მონაწილეობა და მისი მნიშვნელობა
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე. პანელური დისკუსიის შემდეგ ტრადიციულად ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები გაცვლიან აზრებს/გააზიარებენ ხედვებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია