- ივენთი დასრულებულია
Creative Touch 2020 // Winter Edition
თებერვალი 23, 2020 | 1:00 pm
27-29 თებერვალს Rooms Hotels Kazbegi-ში საქართველოს ბანკი ფინტექის მხარდაჭერით Сreative Touch-ის − ექსპერიმენტული კრეათონი და კონფერენცია გაიმართება, სადაც 3 დღის მანძილზე დაუვიწყარ ციფრულ, კრეატიულ თავგადასავალში იმოგზაურებთ, გაიზიარებთ უახლეს ტენდენციებს, მონაწილეობას მიიღებთ სამუშაო შეხვედრებში და გაიცნობთ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა: Google, DreamWorks Animation, Wargaming, საქართველოს ბანკი, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room, Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვ.
ვინ შეიძლება დაინტერესდეს Сreative Touch-ით?
გრაფიკული დიზაინერები, ფილმის მწარმოებლები, რეჟისორები, ანიმატორები, პროდიუსერები, UX/UI დიზაინერები, VR/AR დეველოპერები, პროდუქტის მენეჯერები, კონტენტის შემქმნელები და მარკეტერები.