22

DEC

15:00

პანელური დისკუსია - ღია ბანკინგი

22 დეკემბერი

ონლაინ ღონისძიება

Zoom

15:00

22 დეკემბერს შემოუერთდი პანელურ დისკუსიას, სადაც გაეცნობი ღია ბანკინგის მნიშვნელობას 21-ე საუკუნეში და გაიგებ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ის ფინტექეკოსისტემის სწრაფი განვითარებისთვის.


ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ:


• ოთარ გორგოძე − ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების  დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
• გიორგი კინწურაშვილი − ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახური, საქართველოს ბანკი;
• მიხეილ კაპანაძე − ღია ბანკინგის პროექტი, საქართველოს საბანკო ასოციაცია;

და რაც მთავარია, ღია ბანკინგის შესახებ ინფორმაციის გაზიარების პარალელურად, ასევე გექნება შესაძლებლობა, დასვა შენთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც პანელის წევრები სიამოვნებით გიპასუხებენ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

დასწრება თავისუფალია