19

AUG

19:00

ექსპერიმენტები სტარტაპის განვითარებისთვის

19 აგვისტო

Online Event

Online Event

19:00

არსებობს მალკოლმ გლოდველის ცნობილი მოსაზრება, რომ ადამიანს წარმატებისთვის და სრულფასოვანი გამოცდილების მისაღებად, მხოლოდ ნიჭი კი არა, არამედ 10,000 საათიანი დაუღალავი შრომა, ხედვა, გამბედაობა და თავდადება სჭირდება.  თუმცა შრომაზე და პრაქტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები.

ამის ერთ-ერთი ნათელია მაგალითია ედისონი. ის არ ყოფილა პირველი ვინც ნათურის გამოგონებით დაინტერესდა. მანამდე არსებობდა 23 სხვა პიონერი. რამაც ედისონი სხვებისგან გამოარჩია იყო მისი და მისი გუნდის დაუღალავი შრომა და უწყვეტი ექსპერიმენტები.

ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგიც ამბობს, რომ ნებისმიერ მოცემულ მომენტში, სამყაროში არსებობს არა მხოლოდ ერთი უნიკალური ფეისბუქი, არამედ 10,000 ექსპერიმენტული, სატესტო ვერსიაც. თითოეულ სტარტაპსაც ზრდისთვის არამარტო 10,000 სამუშაო საათი, არამედ 10,000 ექსპერიმენტი ესაჭირეობა, რომ თეორია გამოიცადოს პრაქტიკაში და ვარაუდი იქცეს ფაქტად.

შემდეგი შეხვედრა დაეთმობა გამოცდილ და თამამ კომპანიებს, რომლემბაც უმსხვილეს აქსელერატორ 500 Startups პირველ კოჰორტში მოხვდნენ და შეხება აქვთ მსოფლიო დონის მენტორებთან. შემოგვიერთდით პანელურ დისკუსიაში, რომ გაიგოთ Phubber-ის, Echolize-ის, Tripcars-ის დამფუძნებლებისგან, თუ რა გამოცდილება შეიძინა ამ სამმა დინამიურმა სტარტაპმა ზრდისა და მასშტაბირების გზაზე და როლი აქვს ამ გზაზე ექსპერიმენტებს. 


*შეხვედრის ენა: ქართული / Event Language: Georgian