23

APR

21:00

სთექი - ქართული სტარტაპის გამოცდილება პანდემიის დროს

23 აპრილი

ZOOM

ZOOM

21:00

გაკვეთილები წინა ხაზიდან - Stack / სთექი ქართული სტარტაპის გამოცდილება: ინვესტორები, ღონისძიებები, მარკეტინგი, ერთგული მომხმარებელი და ყველაფერი ეს პანდემიის ფონზე 

როგორც ყველა კარგი სტარტაპი, სთექიც პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. დამფუძნებლები სრულიად სხვა პროექტზე მუშაობდნენ, როცა მიხვდნენ რომ ბრაუზერი საქმეს ართულებდა. მარტივად რომ ვთქვათ მათ სხვა რამ სჭირდებოდათ და ასე შეიქმნა სთექი: ახალი თაობის ინტერნეტ პლატფორმა.

ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სთექის გუნდი ჯერ ნიდერლანდებში გადავიდა, შემდეგ იყო ა.შ.შ, ბრიტანეთი. ინვესტორებთან საუბრის მიღმა ბევრი რამ ხდებოდა: სთექი გახდა ფინალისტი Startup Grind UK- ს და ამერიკის სტარტაპ პროგრამის შეჯიბრებებში, რამაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებელიც შესძინა.

სთექის გუნდის გამოცდილება უზადოა: როგორ მოიზიდო მომხმარებელი და შეინარჩუნო ინვესტიცია და რა გამოსავალი არსებობს როდესაც ინვესტორი “ზურგს გაქცევს” პანდემიის გამო. სთექის ისტორია ბევრისთვის იქნება შთაგონება და ბევრს სიამაყით აავსებს თუ როგორ გაიკვალა გზა ქართულმა სტარტაპმა მოულოდნელი გამოწვევების მიუხედავად. 

შემოგვიერთდით და გაიგეთ მეტი სთექის და მათი გამოცდილების შესახებ! ჩვენ ყველას გვაქვს შანსი სთექის გულშემატკივართა გუნდს შევუერთდეთ.

სტუმარი: გიორგი ლალიაშვილი - სთექის თანადამფუძნებელი და სერიული ანტრეპრენერი. გიორგიმ 2011 წლიდან დღემდე საფუძველი ჩაუყარა 4 კომპანიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2016-17 წლებში ხელმძღვანელობდა GITA-ს ბიზნეს ინკუბატორს და მენტორობას უწევდა 30 სტარტაპს.


დარეგისტრირების შემდეგ თქვენ მიიღებთ იმეილს და შეხვედრაზე შემოსასვლელ ბმულს.

შეხვედრა გაიმართება ქართულად.