18

DEC

19:00

ღია ბანკინგი – ციფრული ეკოსისტემის განვითარებისთვის

18 დეკემბერი

19:00

მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი სერივის დიჯიტალიზაცია - გაციფრულება, შესაბამისად, მომხმარებლისთვის სულ უფრო მეტი სერვისის შეთავაზება ხდება ციფრულ გარემოში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნაც.

ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.

ღია ბანკინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ფინტექ კომპანიებსა და ბანკებს შორის, კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების გაცვლის სტანდარტიზაციაა. ღონისძიების მიზანია, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ღია ბანკინგის სტანდარტების შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა კომპანიები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენენ ფინანსური სერვისების დიჯიტალიზაციას, მიმზიდველ ფონს ქმნიან, საბოლოო მომხმარებლისთვის და მრავალფეროვან ეკოსისტემას, როგორც ბანკებთან, ისე სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის.

გაციფრულება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია შესაბამისად - საქართველოში არსებული ფინანსური ორგანიზაციები, ერთ სივრცეში, პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ ფინანსური სერვისების განვითარებაზე, დიჯიტალიზაციაზე, არსებულ რეალობაზე და გამოწვევებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ღონისძიების წამყვანი – დავით კიკვიძე – ეკონომისტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფინტექ მიმართულებით.

ღონისძიებაზე დასწრებისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.