04

OCT

20:00

ProductTank Tbilis

04 ოქტომბერი

20:00

ყოველთვიური ივენთ სერიის ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 185 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა 4 ოქტომბერს, პარასკევს, 20:00 საათზე მოქსი თბილისი (MOXY Tbilisi) სასტუმროში გაიმართება (ზაარბრიუკენის მოედანი 1).

ჩვენი სპიკერიბი არიან:

მარიამ ხვედელიძე, iBank და mBank-ის Product Owner

დავით ღვედაშვილი, iBank და mBank-ის Product Owner

ანა ნინუა, ბიზნესის განვითარების მენეჯერი

ხარჯვის ანატომია

თანამედროვე მომხმარებელი უფრო მეტად ცნობისმოყვარეა საკუთარი ფინანსების მიმართ, რამაც ბანკებისთვის ახალი გამოწვევა შექმნა - როგორ მივცეთ მეტი ინფორმაცია მომხმარებელს მისი ფინანსური ისტორიის შესახებ, რაც შეიძლება მარტივად და მოხერხებულად. დავით ღვედაშვილი და მარიამ ხვედელიძე ისაუბრებენ, თუ როგორ იქმნებოდა პერსონალური ფინანსების მოდული mBank-ისა და ინტერნეტბანკისათვის.

Apple Pay საქართველოში

ცოტა ხნის წინ საქართველომ დასძლია საქვეყნო გამოწვევა - წარმატებით განეხორციელებინა საერთაშორისო პროდუქტის, Apple Pay-ს იმპლემენტაცია. ანა ნინუა ისაუბრებს, თუ როგორ მიმდინარეობდა Apple-თან მოლაპარაკებები და პროდუქტის შექმნის სამუშაო პროცესი.

სამუშაო ენაა ქართული.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას Meetup.com-ზე.

შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და მხარდაჭერილია Fintech.ge-ს მიერ.