01

OCT

20:30

How to build an AI powered fintech startup

01 ოქტომბერი

20:30

ღონისძიება ეძღვნება Optio.Ai-ის გამოცდილების გაზიარებას საქართველოში Fintech სტარტაპის დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე, მათს აღმოჩენებს ფინანსური სერვისების პრობლემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით. შეხვედრაზე დამფუძნებლები ისაუბრებენ გამოწვევებზე, რომლებიც ისეთი fintech პროდუქტების შექმნისას შეხვდათ, როგორიც ბანკებსა თუ სხვა მომხმარებლებს უყვართ და იყენებენ. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა გავლენა აქვს ცოდნის გაზიარებას ამ ინდუსტრიაში.

Optio.Ai-ის მისიაა, რომ განავითაროს გლობალური საბანკო სისტემა 21-ე საუკუნეში ხელოვნური ინტელექტის ჭკვიანი აპლიკაციებისა და მონაცემთა ანალიზის მეშვეობით. კომპანიის მიერ შექმნილი ძლიერი, მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამული პროდუქტების სერია ფინანსურ ფირმებს აძლევს საშუალებას, დაახარისხონ მომხმარებლების ტრანზაქციები. ასევე, შექმნან ინტერაქციული საბანკო გამოცდილებები, რომლებიც ეხმარება მომხმარებელს პირადი ფინანსების დაგეგმვაში.

მომხსენებლების შესახებ:

შოთა გიორგობიანი, თანადამფუძნებელი და CEO

Optio.Ai-მდე შოთა სხვადასხვა ინდუსტრიასა და კომპანიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა პროგრამული ურუნველყოფის ინჟინრად, განვითარების ხელმძღვანელად და გუნდის ლიდერად. მათ შორის "საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, "UGT"-ში და სხვა.

გიორგი მირზიკაშვილი, თანადამფუძნებელი

გიორგის აქვს 10-წლიანი გამოცდილება საქართველოს ფინანსურ სექტორში, ორ ყველაზე დიდ ბანკში საქართველოში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საცალო ვაჭრობას, მონაცემთა ანალიზს, კამპანიის მართვას, პროდუქტის განვითარებას, CRM-ს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს.

სამუშაო ენა: ქართული

შეხვედრის ორგანიზატორია DataFest Tbilisi და Fintech.ge

დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია, რომ გაიაროთ რეგისტრაცია.