5

OCT

12:00

DevOps Con 2019

5 – 6 ოქტომბერი

12:00

ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებო, თქვენთვის სიახლე გვაქვს!

გასული წლიდან მოყოლებული ციფრული სისტემების შექმნის სფერო კვლავ მნიშნველოვნად იცვლება. არაერთმა ქართულმა კომპანიამ DevOps კულტურის დანერგვა დაიწყო. DevOps Con Tbilisi კონფერენცია დაბრუნდა, რომ ახალი გამოცდილება გაგიზიაროთ.

ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.

DevOps კულტურა და ავტომატიზაცია ის შეუცვლელი კომპონენტია, რომელიც მაღალი ხარისხის, ცვლილებებისადმი მდგრადი პროგრამული პროდუქტის სწრაფად შექმნის, დანერგვის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

DevOps Con Tbilisi 2019 კონფერენციას ამჯერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

გამომსვლელები მომდევნო თემების გარშემო ისაუბრებენ:

• კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები / Container Technologies
• მიკროსერვისები / Microservices
• ავტომატური ტესტირება და აწყობა / CI - Continuous Integration - Test and build automation • ავტომატური მიწოდება / CD - Continuous Delivery
• მონიტორინგი და ანალიტიკა / Monitoring and Analytics
• უსაფრთხოება / Security
• სხვა. მაგ: DataOps, OS, Automation, OS Orchestration,...

შარშანდელი გამოსვლების ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: DevOps Con Tbilisi 2018