28

MAY

20:30

მონაცემთა მეცნიერება თანამედროვე საბანკო ეკოსისტემაში

28 მაისი

20:30

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი შემდეგი მითაფის სპიკერია საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი გოგატიშვილი.

2015 წლამდე ირაკლი მონაცემთა მეცნიერად მუშაობდა პრაღაში, KBC-ის შვილობილ წამყვან ჩეხურ-ბელგიურ ბანკში CSOB, სადაც ის მოდელირების, მართვის ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და დაკრედიტების ავტომატური გადაწყვეტილებების სისტემისთვის წესების შემუშავების მიმართულებაზე იყოს პასუხისმგებელი.
ირაკლიმ ეკონომიკის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის შემდეგ მკვლევარადაც მუშაობდა. მისი მულტიდისციპლინარული სადოქტორო თეზისი სიმულირებული მაღალი სიხშირის ფინანსური ბაზრების შესახებ იყო, სადაც ქმედებებს სხვადასხვა დასწავლის უნარის მქონე აგენტები ახორციელებდნენ.

მის ინტერესებს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ისეთი სფეროები, როგორიცაა Deep Fuzzy Reinforcement Learning და Natural Language Processing, ასევე Cognitive Computing პლატფორმები.

ირაკლი საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერების გამოყენების პრაქტიკის შესახებ ისაუბრებს.

"მონაცემთა მეცნიერება თანამედროვე საბანკო ეკოსისტემაში"

თანამედროვე საბაკო სფერო უფრო და უფრო სწრაფად ტრანსფორმირდება ციფრულ ეკოსისტემაში. ეს პროცესი დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფი დაგროვებით და ტექნოლოგიების განვითარებითაა განპირობებული.
ირაკლის გამოსვლა კლიენტის ქცევის დიაგნოსტირებასთან და პროგნოზირებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს (ცხოვრების წესი, მიდრეკილებები, რისკი, Customer Lifetime Value და სხვა) დაფარავს. ასევე, ირაკლი ისაუბრებს რეკომენდაციის სისტემების (პერსონალური ფინანსური მენეჯმენტი და შეთავაზებათა პლატფორმები) და სხვადასხვა ტექნოლოგიის შესახებ, რომლებიც კლიენტთა საჭიროებების ზუსტ და დროულ აღქმაში გვეხმარება (დიაგნოსტირება, პროგნოზირება, კოგნიტური კომპიუტერული მუშაობით პრესკრიპტიული მოდელირება).

სამუშაო ენა: ქართული


შეხვედრა ორგანიზებულია DataFest Tbilisi-ის მიერ, Fintech.ge-ის მხარდაჭერით.