- ივენთი დასრულებულია
მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში
ივლისი 25, 2022 | 8:00 pm
DataFest Tbilisi და მედიალაბი, საქართველოს ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით, გიწვევენ Data Science Tbilisi-ის მორიგ მითაფზე – მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში.
შეხვედრის მიზანია, მსმენელებს გააცნოს მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მარკეტინგში, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მითაფის დამსწრეები შეიტყობენ, თუ როგორ შეუძლიათ გაზარდონ კომპანიის მომგებიანობა თანამედროვე მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების ხელსაწყოების გამოყენებით, აგრეთვე – როგორ დანერგონ და მოიპოვონ ბიზნესის შესახებ სათანადო მონაცემები.
- შეხვედრა განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა.
სპიკერის შესახებ:
ქეთი მეფარიშვილი არის მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი, ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი დიჯიტალიზაციაში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ქეთის აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. ქეთის აქვს პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.
- შეხვედრა გაიმართება 25 ივლისს, 20:00 საათზე ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და მედიალაბის შენობაში: ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18; მე-13 სართული).
- ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://us06web.zoom.us/…/tZclcOqtrTwsHdHGwYrIedQ941cY9…
- ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების ბმულს ყველა დარეგისტრირებული მიიღებს, ხოლო თუკი გსურთ, შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში დაესწროთ, გთხოვთ, მიუთითოთ რეგისტრაციისას და დაელოდოთ ჩვენგან დასტურის მეილს.