- ივენთი დასრულებულია
დროის მენეჯმენტი ჭადრაკის თამაშისას მანქანური სწავლების მეშვეობით
დეკემბერი 16, 2022 | 7:30 pm
DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკთან, გრანთ თორნთონთან და ფორსეტის მონაცემების სკოლასთან პარტნიორობით, გიწვევთ მონაცემთა მეცნიერების მორიგ მითაფზე.
ჭადრაკს კომპიუტერი დიდი ხანია უკვე ძალიან კარგად თამაშობს, კომპიუტერულ პროგრამებს მოიხმარენ პროფესიონალი მოჭადრაკეებიც, რათა თავიანთი თამაში დახვეწონ და შეცდომები აღმოაჩნინონ. მაგრამ დროის მენეჯმენტი თამაშისას კვლავ გამოწვევად რჩება. ისეთი მოჭადრაკეებიც კი, როგორებიც არიან მაგნუს კარლსენი, ჰიკარუ ნაკამურა თუ სხვა, ხვდებიან ე.წ. ცაიტნოტში. პროგრამებს ეს პრობლემა არ აქვთ, იმიტომ რომ დღევანდელი რესურსით ძალიან სწრაფად შეუძლიათ გამოთვლების ჩატარება.
შეხვედრა ეხება დროის ოპტიმიზაციას ჭადრაკის თამაშისას ორი სხვადასხვა მეთოდით: ნეირონული ქსელების გამოყენებითა და least square approximation-ის მეშვეობით. ორივე მეთოდში სატრენინგო დატად აღებული იქნა რეალური ბლიც პარტიები, პლატფორმა chess.com-იდან.
მითაფის სპიკერია გუგა ბურდული, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერი. გუგამ 2018 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი. 2018-2020 წლებში მუშაობდა თავისუფალ სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში. სკოლაში მასწავლებლობასთან ერთად ის ითავსებდა პროექტების მენეჯერობასა და ბორდის წევრობას, თავისუფალ უნივერსიტეტში კი იყო ლექტორი. 2020 წელს გუგა გახდა ფულბრაითის გამარჯვებული და 2 წლის განმავლობაში სწავლობდა ამერიკაში, ფილადელფიაში, Temple University-ში, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლის პარალელურად კი მუშაობდა ფართთაიმ ქართულ ფინტექ სტარტაპში Optio.AI -ში.
გუგა, ასევე, იყო საქართველოს U16 ნაკრების წევრი ჭადრაკში.
შეხვედრა გაიმართება 16 დეკემბერს, 19:30-ზე, ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და 4B-ის შენობაში: ალ. ყაზბეგის 15-ში).
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების ბმულს ყველა დარეგისტრირებული მიიღებს, ხოლო, თუკი გსურთ, შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში დაესწროთ, უნდა მიუთითოთ რეგისტრაციისას და დაელოდოთ დასტურის მეილს.