Edupay-მ პირველივე საინვესტიციო რაუნდში 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა!

საგანმანათლებლო სფერო ის მიმართულებაა, სადაც ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოში დარგი თანამედროვე მიდგომების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქართულმა სტარტაპმა „ედუფეიმ“, ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში, მიზნად კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში
ფინტეკ მიმართულების აქტიურად დანერგვა დაისახა.

სტარტაპის იდეა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: პირველი – სასწავლო დაწესებულებებისა და კონკრეტული წრეებისთვისაა განკუთვნილი. როგორც „ედუფეის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტოფერ გვენეტაძე გვიყვება, კერძო სკოლები და უნივერსიტეტები სწავლის გადასახადს დღემდე Excel-ის საკმაოდ ვრცელ სიებში აღწერენ. გადახდების მონიტორინგისთვის მათ თითოეული სტუდენტის პირადი ნომრისა და ჩარიცხვის თარიღის შეყვანა უწევთ, რაც ძალიან დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს.

„მოსწავლეების ან მათი მშობლების 80%-ს ხშირად ავიწყდება გადახდის დროს პირადი მონაცემების მითითება ან დანიშნულებაში „სწავლის გადასახადის“ ჩაწერა, რაც გადახდების აღწერას უფრო მეტად ართულებს. ჩვენი სისტემის მეშვეობით, საჭირო აღარაა თითოეული მოსწავლის გადახდების ცალ-ცალკე აღწერა, სპეციალური ალგორითმი ორგანიზაციების საბანკო ამონაწერს აანალიზებს და აიდენტიფიცირებს რომელმა მშობელმა რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა. შესაძლოა მშობელს არ ჰქონდეს მითითებული დანიშნულება, თუმცა ჩვენი ალგორითმი გარკვეული ლოგიკის მიხედვით მაინც ხვდება, რომ ეს სწავლის გადასახადია. ამ ყველაფრის მიღმა, სკოლებსა და მშობლებს
ონლაინ კონტრაქტებსაც შევთავაზებთ, რაც დიდ ბიუროკრატიას გააქრობს.“ – გვიყვება ქრისტოფერი

საინტერესოა, რომ „ედუფეი“ მხოლოდ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის არაა განკუთვნილი და მისი გამოყენება ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია, სადაც სკოლის მოსწავლეს თანხის გადახდა უწევს, მათ შორის: მათემატიკის, ინგლისურის, ცურვის წრე და ა.შ. როგორც ქრისტოფერი გვიყვება, მომავალში მსგავსი სისტემის დანერგვა რეპეტიტორებთანაც იგეგმება.

„რაც შეეხება სტარტაპის მეორე მხარეს, სულ მალე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პლატფორმა Edupay.ge სრულად გაეშვება, რომელიც მათ გადახდების ავტომატიზაციაში დაეხმარება. ეს იქნება მრავალმხრივი პლატფორმა, სადაც თქვენი გადახდების მონიტორინგს შეძლებთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სისტემას თქვენი ელ.ბარათი მიაბათ და თარიღის მითითების შემდეგ, თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ. გარდა ამისა, გადახდამდე რამდენიმე დღით ადრე SMS შეტყობინებას მიიღებთ, რომელიც შეგახსენებთ, რომ ვალდებულების დაფარვის თარიღი ახლოვდება. უკვე გვაქვს მოლაპარაკება ბანკებთან, რაც სხვადასხვა პროდუქტის, მაგალითად განვადების ინტეგრაციაშიც შეგვიწყობს
ხელს“ – ამბობს ქრისტოფერი.

მიუხედავად იმისა, რომ Edupay-ს მცირე ხნის ისტორია აქვს, გუნდმა უკვე მოახერხა და Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერაციის პროგრამის
ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახდა. 6 თვიან უფასო სამუშაო სივრცესთან ერთად, მათ ენჯელ ინვესტორის დაინტერესებაც მოახერხეს, რომელმაც ინვესტიციის სახით სტარტაპში 300,000 ლარი ჩადო.

„ძალიან გაგვიმართლა და ინვესტორის დაინტერესება საწყის ეტაპზევე შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შემოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საქართველოს ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ, ჩვენი მიზნები დუბაისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში შესვლაცაა. მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1 მილიონამდე კერძო სკოლის მოსწავლეა, რაც ჩვენთვის უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის. რაც შეეხება კონკურენტებს, მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ასეთი კომპანია არსებობს, თუმცა მათი ფუნქციები შედარებით ფრაგმენტულია და ისინი დაწესებულებებს სრულ სერვისს არ სთავაზობენ“ – გვიყვება კრისტოფერი.
პროგრამა რამდენიმე სკოლაში უკვე აქტიურად იტესტება, მისი სრული ვერსიის ხილვა კი რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ…
გაიგე მეტი

სიახლეები MoneyLive Spring 2019-იდან

MoneyLive ყოველწლიური კონფერენციების სერიაა, რომელიც ელექტრონულ საბანკო მომსახურებებსა და ფინტექის თემატიკას ეხება. კონფერენცია წლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე…
გაიგე მეტი

ნადღი ფულით ანგარიშსწორების დასასრული

გლობალური პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რამ იცვლება. პანდემია მომხმარებლების ქცევასაც შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ ვიხდით ფულს.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.