EasyPay — გადახდის მარტივი პლატფორმა საქართველოდან

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ციფრული სამყაროც ვითარდება. შესაბამისად, ბიზნესები ციფრული მომსახურების
დახვეწას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ. ეს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის სასარგებლოა.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით EasyPay-ზე, გადახდების მარტივ პლატფორმაზე, რომელიც საკუთარ თავში ბიზნესებსა და ციფრული სერვისების მომხმარებლებს აერთიანებს. EasyPay მომხმარებლისთვის მოქნილ, სწრაფ და მარტივ ონლაინ გადახდებს უზრუნველყოფს.


ციფრული გადახდების საჭიროება კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახა. როგორც EasyPay-ის დირექტორი — გიორგი ასლანიშვილი გვეუბნება, მისი სტარტაპი სწორედ იმ მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე წარმოიშვა. კერძო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს არ ჰქონდათ დისტანციურად გადახდის საშუალება.


როგორც გიორგი გვიყვება, მას და მის გუნდს ფინტექის მხრივ დიდი გამოცდილება ჰქონდათ. მათ შექმნილი აქვთ პროგრამები ფინანსური სექტორისთვის, რომელიც წლებია მუშაობს საქართველოს ბაზარზე და ვითარდება წლიდან წლამდე.


“ამ მხრივ საქართველოში კარგი გარემოა, რადგან ონლაინ გადახდების მიმართულებით ნამდვილად დიდი წინსვლა შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენი პლატფორმაც ამ ყველაფრის ნაწილია. EasyPay დისტანციურად გადახდის საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ დღეს ეს სულ უფრო მოთხოვნადი ხდება” — ამბობს გიორგი ასლანიშვილი.


გიორგის თქმით, ამ ეტაპზე უკვე გამართულია საგადახდო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება რამდენიმე მიკროსაფინანსოში თანხების გადარიცხვა, ასევე, სისტემებში ჩართულია ონლაინ მარკეტები. EasyPay-ის საქართველოს ეროვნული ბანკისგან პროვაიდერის ლიცენზიის მოპოვება არ გაუჭირდა და არც აქსელერაციის პროგრამებმა დააყოვნა. გიორგი და მისი გუნდი მალევე Impact Hub Tbilisi-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვნენ.


გიორგისთან იმაზეც ვისაუბრეთ, თუ როგორ ხდება მათი მომსახურებით სარგებლობა და რამდენად მარტივია ეს მომხმარებლისთვის.


“EasyPay-ის მომსახურებით სარგებლობა მარტივია, ერთი მხრივ, მომხმარებელი შედის საიტზე easypay.ge, სადაც ეძებს თავისთვის სასურველ მომსახურებას და იხდის. მეორე მხრივ, კომპანიას, რომელსაც ესაჭიროება გადახდების დამატება თავის საიტზე, მოთხოვნის შემდეგ API-ის მეშვეობით მარტივი პროცედურით ვამატებთ საგადახდო სისტემაში” — ამბობს გიორგი.


EasyPay იმითაც არის გამორჩეული, რომ საწყის ეტაპზე სისტემაში ისეთ ობიექტებს რთავს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ ონლაინ გადახდებთან შეხება. ასევე, კომპანიის სისტემაში ჩართვა ონლაინ მარკეტებისთვისაც მარტივია.
გიორგისთან Easypay-ის სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. გიორგის გეგმებში პლატფორმის გაფართოებაა, კერძოდ იმ მომსახურების, რომელსაც ამ ეტაპზე პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს.


“სტანდარტულ გადახდებთან ერთად, ვაპირებთ დავამატოთ ელექტრონული საფულე და საერთაშორისო გადარიცხვები. ამ ეტაპზე ძირითადად ორიენტირებულები ვართ პროდუქტის განვითარებაზე და ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე, თუმცა მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ” — გვიყვება გიორგი ასლანიშვილი.

 

ავტორი: Next.on.geდათო სამნიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

$52 მილიონის ინვესტიცია გადასახადების გადაუხდელობის რისკის შესამცირებლად

უმუშევრობის ზრდის საგანგაშო ტემპის გამო ჩვენ სულ უფრო მეტ ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანს ვხედავთ. ზუსტად ამიტომ, ახალი სტარტაპი,…
გაიგე მეტი

ჩატბოტების მომავალი ფინტექში

ჩატბოტებს უკვე ბევრგან შეხვდებით. ისინი გვეხმარებიან ვებსაიტების ნავიგაციაში, მომსახურების დახვეწაში, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბევრ სხვა რამეში. Silicon…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.