Covid 19-ის გავლენა ფინტექ ინდუსტრიაზე

Covid-19-ის პანდემიამ სცენარი ფინტექის ინდუსტრიისთვისაც შეცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითადი რეფორმების განხორციელება, როგორიცაა GST, Aadhaar, ასევე UPI, მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი. ფინტექ პლატფორმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მომხმარებლების ფინანსური ხელმისაწვდომობისა და გარიგების დამუშავების პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური დასწავლის (ML) მეშვეობით.

ინდოეთის მაგალითზე, ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიას 500 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, მათი 95%-ზე მეტი კი ინტერნეტს სმარტფონების დახმარებით იყენებს. პანდემიის პირობებში, მოულოდნელად სწრაფმა დემონეტიზაციის ნაბიჯმა მასიურად დადებითი შედეგი მისცა ფინტექ სექტორს. ფინტექმა უკვე შეცვალა ბაზარი, ხოლო ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციების 82% გეგმავს ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობის გაზრდას, მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში.

მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების 88% მიიჩნევს, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, მათი ბიზნესის ნაწილს დაკარგავენ და ეს გადანაწილდება ფინტექ კომპანიებზე. ერთ–ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზრდას, იქნება პარტნიორობა დინამიურ სექტორსა და გამოცდილ ტრადიციულ საბანკო სექტორს შორის. ამ ორს შორის თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს საუკეთესო შედეგი და მოსახლეობის უნიკალურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

ფინტექის ლანდშაფტი ასევე მუშაობს ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში ფინანსური მომსახურებების განვითარებას. ახალგაზრდა ფინტექ პლატფორმები უკვე სთავაზობს კონსოლიდირებულ ფინტექ გადაწყვეტილებებს მომხმარებლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ მთელი რიგი ოპერაციები, როგორიცაა ხარჯვა, სესხის გაცემა, ინვესტიცია, თანხის გადარიცხვა და ა.შ. არსებული B2B2C პლატფორმების დახმარებით გაზრდილი ელექტრონული კომერცია კიდევ ერთი რესურსია ახლადშექმნილი Fintech კომპანიებისთვის, რაც პანდემიის შემდგომ, მომავალში უნდა გაითვალისწინონ.

წყარო: www.next.on.ge 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Banking as a Service – ინოვაციური პროდუქტების შექმნის მარტივი გზა

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველას შეუძლია შექმნას ინოვაციური, რეგულირებადი ფინანსური პროდუქტები ისევე მარტივად, როგორც Shopify-ზე შეგიძლიათ შექმნათ…
გაიგე მეტი

პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა

Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიები და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები

ფინტექ კომპანიებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ დანერგონ ახალი მიდგომები და შეცვალონ ტრადიციული ფინანსური ოპერაციები, დაწყებული კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვით,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.