Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. ამის შესახებ GITA იტყობინება. სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

“კატაპულტის” დამფუძნებელისა და მმართველმა პარტნიორის, ჯონათან თაუერის თქმით, ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

“კატაპულტი” არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონ ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტიცია ჩადებული აქვთ 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და სხვებს, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და US Market Access Center.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

650 000 – ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით. სტარტაპერების თანადაფინანსების 650…
გაიგე მეტი

ნიდერლანდების ეროვნული ბანკი ევროს გაციფრულებას იწყებს

ჩინეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ დაწყებული ვალუტის გაციფრულების პროცესს არც ევრო ჩამორჩება. ამჟამად…
გაიგე მეტი

PayPal-მა აპლიკაცია განაახლა — ნახეთ, რა შეიცვალა

PayPal მობილური აპლიკაციის დიზაინს ცვლის. განახლებულ აპლიკაციას დანაზოგების მხარდაჭერა ექნება. აქვე შეძლებთ სასურსათო ბარათების ნახვასაც. აქამდე PayPal ძირითადად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.