Cardeal აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა

„ჩვენს ისტორიას უკვე ორ ნაწილად ვყოფთ, 500 Startups-ამდე და აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრის შემდეგ“
– ასე იწყებს ჩვენთან საუბარს
Cardeal-ის დამფუძნებელი ზურა ბაკურიძე.

გუნდმა დიდი ხანია ტოპ კლასის მენტორების რჩევები გაითვალისწინა და დღეს ბაზარზე უკვე Cardeal-ის 3.0 ვერსია ფუნქციონირებს. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომსახურების გლობალურ პროდუქტად გარდაქმნაა. Cardeal-მა ეს ეტაპიც
წარმატებით გადალახა და აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა.
Cardeal.az უკვე გაშვებულია და პირველი შეკვეთაც წარმატებით განხორციელდა.

სტარტაპს, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა, გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს და ამისთვის პირველი ნაბიჯებიც გადადგმულია.

ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ჩვენი გაყიდვების 30-40% უკვე აზერბაიჯანზე გადავა“ – ასე აფასებს ზურა მოლოდინებს.
გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეების ნაწილი დიდი ხანია საქართველოში ყიდულობს ავტომობილს, Cardeal-ის გუნდი ელოდება, რომ პლატფორმაც წარმატებული იქნება.


„ადრე მათ საქართველოში ჩამოსვლა და რუსთავის ბაზრობაზე ავტომობილის შეძენა უწევდათ, რაც დიდ დროსთან და რესურსებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან ისინი შეძლებენ ადგილიდან შეიძინონ ავტომობილი, დახვდნენ საქართველოს პორტში და მხოლოდ 300 დოლარის დამატებით წაიღონ ავტომობილი. ბოლო პერიოდში ბაზარზე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მატ ძალიან დიდი ფასის გადახდა უწევდათ, ამან გარკვეულწილად ბაზარიც გააფუჭა. ჩვენც ეს ხვრელი ვიპოვეთ ბაზარზე და Cardeal.az ავამოქმედეთ.“ – გვიყვება ზურა.

თუმცა ყველაფერი მარტივად არ ყოფილა. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი გვიყვება, აზერბაიჯანის ბაზარს ბევრი თავისებურება ახასიათებს, მაგალითად იქ რთული, ბიუროკრატიული საბანკო სისტემაა საქართველოსგან განსხვავებით, Cardeal-ს კი ყველაფერი ციფრულ სამყაროში აქვთ გადატანილი. როგორც ზურა გვიყვება თითოეული დეტალის ადაპტირება მარტივი არ ყოფილა, თუმცა გუნდმა
უმოკლეს დროში დავალებას თავი კარგად გაართვა.


მათი მთავარი მიზანი ახლა Silicon Valley-ზე წარმატებული რაუნდის ჩატარებაა, რაც Unicorn-ობისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება. პანდემიის გამო ინვესტორებთან შეხვედრა მცირე დროით გადაიდო, ახლა კი 500 Startups-ის პირველი და მეორე ნაკადის გამარჯვებულები უკვე პირადად გაიცნობენ ინვესტორებს, რომლებთანაც არაერთი ცნობილი და წარმატებული კომპანია ასოცირდება.


Cardeal რიცხვებში კი ასე გამოიყურება: ყოველთვიურად 500,000 ავტომობილი კატალოგში, თვეში საშუალოდ 10,000 გაყიდული მანქანა, 200,000 აქტიური მომხმარებელი და თვეში რამდენიმე მლნ ლარის ბრუნვა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ნიდერლანდების ეროვნული ბანკი ევროს გაციფრულებას იწყებს

ჩინეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ დაწყებული ვალუტის გაციფრულების პროცესს არც ევრო ჩამორჩება. ამჟამად…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგი — ფინანსური სექტორის მომავალი

ღია საბანკო მომსახურება საბანკო საქმიანობას მთელი მსოფლიოს გარშემო ცვლის. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ის…
გაიგე მეტი

ქართული სტარტაპი საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიძინა

  Pulsar AI-მ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. პირველი Exit ქართული ტექნოლოგიური კომპანიისთვის შეგვიძლია წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.