Apple Pay-ით ვებგვერდზე გადახდები

საქართველოს ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ნერგავს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს – Apple Pay-ით  ვებ გვერდზე გადახდა. Apple Pay-ით  გადახდა შესაძლებელია მხოლოდ Apple- ის მოწყობილობებით, რისთვისაც აუცილებელია, Safari web browser -დან მოხდეს გვერდის გახსნა. აღნიშნული ფუნქციონალი  ითვალისწინებს ონლაინ გადახდებს, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.

გადახდის პროცესი წარიმართება შემდეგნაირად:

  • მერჩანტის გადახდის გვერდზე მომხმარებელს გამოუჩნდება Apple Pay- ს ღილაკი;
  • მასზე დაჭერით გამოვა მომხმარებლის, წინასწარ, Apple ვოლეტში დამატებული ბარათების ჩამონათვალი;
  • ავტომატურად გამოჩნდება Apple ვოლეტში არჩეული ძირითადი ბარათი, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი, ვოლეტში  დამატებული სხვა ბარათის არჩევაც;
  • გადახდის დადასტურება ხდება მარტივად თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით.

მერჩანტის მხრიდან, Apple Pay-ის ვებ გვერდზე ინტეგრაციის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა მოთხოვნის შესახებ ბანკს უნდა მიწეროს info@fintech.ge-ზე. ამის შემდეგ მოხდება დეტალების დაზუსტება და საერთო შეთანხმების გაფორმება მერჩანტსა და ბანკს შორის,  რის შედეგადაც საქართველოს ბანკის შესაბამისი სამსახური მერჩანტს მიაწვდის ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო ეფლის დოკუმენტაციას / ინსტრუქციას და ბანკის უშუალო ჩართულობით მოხდება Apple Pay-ით ონლაინ გადახდების ინტეგრირება.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა არის SWIFT?

ფულის გადარიცხვა ერთი ქვეყნიდან მეორეში დღესდღეობით ძალიან მარტივია. ჩვენ მივდივართ ბანკში და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ვგზავნით თანხას, რომლის…
გაიგე მეტი

ქართული ფინტექი Websummit-ზე

პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს…
გაიგე მეტი

თბილისი Startup Grind Global-ს უმასპინძლებს

Startup Grind – ის საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს. სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.