Ai საბანკო სფეროში — როგორ იყენებენ წამყვანი ბანკები ხელოვნურ ინტელექტს

ხელოვნური ინტელექტი საბანკო სფეროშიც იკიდებს ფეხს. ფინანსური ინსტიტუტები AI-ს დახმარებით სულ
უფრო მეტად ახერხებენ, მოძებნონ გამოსავლები სხვადასხვა სიტუაციიდან. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის სტატისტიკის მიხედვით, გლობალური ფინანსური სერვისების წარმომადგენელი კომპანიები აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა რისკების მენეჯმენტი (77%), ახალი პროდუქტებით პოტენციური შემოსავლების დაგენერირება (80%), კლიენტთა მომსახურების სერვისი (74%), პროცესების ავტომატიზაცია (73%) და ახალი კლიენტების მოძიება (69%).

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ სფეროში ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი სათქმელი უკვე თქვა, ფინტექებმა უკეთ უნდა შეისწავლონ მისი შესაძლებლობები, რათა მოუძებნონ უკეთესი გამოყენება და სრულად აითვისონ AI-ს პოტენციალი. Temenos-ის დაკვეთით, The Economist Intelligence-მა გამოიკვლია, რომ გლობალური ბანკების 77%-ის აზრით, AI ითამაშებს გარდამტეხ როლს კონკურენციის თვალსაზრისით.
ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ვერ აუწყობენ ფეხს დროს, თამაშიდან გავარდებიან.

ხელოვნურ ინტელექტს საბანკო სფეროში ყველგან შეხვდებით. პირველ ეტაპზე, მომხმარებელი იყენებს ბიომეტრიული უასფრთხოების საშუალებებს, ვირტუალურ ასისტენტს, იღებს მორგებულ შეთავაზებებს და ა.შ. ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს.

მომდევნო ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ბანკებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. AI-ს დახმარებით მარტივდება თაღლითების აღმოჩენაც და ბანკებს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრედიტების მარტივად გაცემა შეუძლიათ.
ხელვნური ინტელექტის საბოლოო დანიშნულება კი სხვადასხვა დავალებების ავტომატიზაციაა, ამით ის ეხმარება თითოეულ თანამშრომელს, შეასრულონ საქმე უფრო მარტივად და ხარისხიანად.

წყარო:  BusinessInsider

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რას მოიცავს ნაწილ-ნაწილის B2C-ისთან ინტეგრაცია?

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ მის მომხმარებლებს გადახდის ახალი მეთოდი – ნაწილ-ნაწილი შესთავაზა. საქართველოს ბანკის…
გაიგე მეტი

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

BOG Fintech განაგრძობს თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერიებს. ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ…
გაიგე მეტი

Sweeft-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში 1200 ქართველი დეველოპერის დასაქმებას გეგმავს

ციფრული პროდუქტების შექმნა გარკვეულ სპეციფიკასთანაა დაკავშირებული. გუნდს მუდმივად სჭირდება დეველოპერი, UX/UI დიზაინერი, ფინანსური ანალიტიკოსი და ა.შ. თუმცა არის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.