AFTERPAY – ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში

ავსტრალიურმა ბანკმა Westpac ლოკალურ ციფრულ პლატფორმა AfterPay-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჯერ იყიდონ პროდუქტი, შესაბამისი თანხა კი მოგვიანებით გადაიხადონ. ეს არის პირველი მესამე მხარის ფინტექ კომპანია, რომელიც Westpac-ისთვის მსგავს -— ბანკინგი როგორც სერვისის გაგების პლატფორმას შეუერთდა.

ახალი ციფრული პლატფორმა იყენებს ქლაუდის ტექნოლოგიას 10x Future Technologies-იდან. ეს კი Westpac-ს ეხმარება გაამყაროს საკუთარი ურთიერთობა ფინტექ პარტნიორებთან, რომლებსაც ტრადიციული სერვისების ახალ, თანამედროვე რეალობას მორგებულ სერვისებად ქცევა უნდათ.

როგორც Westpac-ის CEO — პიტერ კინგი ამბობს: “ფინტექთან დაკავშირებული ინოვაციები მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით ცვლის ბანკინგის პრაქტიკას. ჩვენი ახალი ციფრული ბანკინგის პლატფორმა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მხარს ვუჭერთ მომხმარებელთა საჭიროებებზე უკეთესი რეაგირების ტრენდს. ეს პლატფორმა კი გვეხმარება ჩვენი ბანკინგის გამოცდილებისა და ინოვაციების კომბინირებაში, იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ახალი სამომხმარებლო გამოცდილებების შენებაში დავეხმაროთ”.

ცნობილია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლისთვის, Afterpay უზრუნველყოფს Westpac-ის 3.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას ანაბრებისა და ფინანსების მართვის მიმართულებით.

Afterpay CEO — ენტონი ეისენი ამბობს, რომ “Afterpay უნიკალური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება კომპანიამ გააფართოვოს და გააღრმავოს მომხმარებელთან ურთიერთობა და ამასთან, უზრუნველყოს ფულის მართვის, ბიუჯეტირებისა თუ დაგროვების კომფორტი”.  ენტონი ეისენის თქმით, Afterpay-სთვის ეს მხოლოდ საწყისი ამბიციებია, რადგან ისინი პროდუქტის დატესტვის გლობალურ შესაძლებლობებს სწავლობენ.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

საბანკო აპლიკაციები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით

ბავშვებისთვის ფინანსების მართვის სწავლა თითქმის არასდროსაა მარტივი. თუმცა, დღესდღეობით არსებობს მრავალი საბანკო/ფინანსური აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი.…
გაიგე მეტი

YES ბანკმა WhatsApp–ში AI ბოტით მომსახურება დანერგა

ინდურმა YES ბანკმა 60-მდე სახეობის ფინანსური სერვისის მიწოდება AI ბოტის საშუალებით WhatsApp-შიც დაიწყო. Microsoft Azure-ის კოგნიტიური გამოთვლების საშუალებით,…
გაიგე მეტი

Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.