650 000 – ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

სტარტაპერების თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

პროგრამის მეშვეობით, ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი – ტექნოლოგიური, ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

დაფინანსებული პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, გრანტის მოცულობა – 150 000-დან 650 000 ლარამდე. კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მლნ. ლარს.

განაცხადის შევსება შესაძლებელია: www.grants.gov.ge/ka

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Opera საბანკო – ფინტექ მომსახურებებს იწყებს

ინტერნეტ კომპანია Opera, Dify-ის ჩაშვებით, ფინანსურ მომსახურებებზე გადადის. ბრაუზერში თანხის დაბრუნების სერვისითა და ციფრული საფულით სარგებლობა შეგეძლებათ. Dify-ის…
გაიგე მეტი

ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

ჯილ ებანოიძე უკვე 12 წელია ამსტერდამში ცხოვრობს. როგორც თავად გვიყვება, მაგისტრატურა სწორედ ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში დაამთავრა. სულ ცოტა…
გაიგე მეტი

ტესლა სადაზღვევო კომპანიის დაარსებას აპირებს

ივლისის ბოლოს ტესლას დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია სადაზღვევო სექტორში აპირებს ძალების მოსინჯვას. ინვესტორებთან საუბრისას მან აღნიშნა,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.