3 მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც გადახდების ინდუსტრია დგას

2020 წელი ყველასათვის საკმაოდ უცნაური და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ინდუსტრიების უმეტესობა ახალ და საკმაოდ რთულ პრობლემებს შეეჩეხა. გამონაკლისი არც გადახდების ინდუსტრია აღმოჩნდა. რთულ დროებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ
თუ რას გვიქადაიან გამოწვევები და სწორად უნდა განვსაზღვროთ მათი გადაჭრის გზები. დღეს სამ ისეთ გამოწვევაზე ვისაუბრებთ, რომელთა წინაშეც გადახდების ინდუსტრია დადგა და მათი გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გაურკვევლობა ყველაზე დიდი გამოწვევა რის წინაშეც გადახდების პროვაიდერები დგანან გაურკვევლობაა. კომპანიები თავიანთ გეგმებში ირევიან. ზოგიერი მათგანი კონცენტრირებულია მოკლევადიან გეგმებზე, ზოგიც პირიქით, მიზნად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებს
ისახავს. თუმცა პრობლემები მაინც ყველას ექმნება. კომპანიებმა უნდა მოახერხონ მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირება და ამასთანავე, არ უნდა დაკარგონ საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის აღქმის უნარიც, რადგან დღეს მოგვარებული პრობლემა არ ნიშნავს
იმას, რომ გრძელვადიან პერიოდში საქმე სახარბიელოდ წავა. მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესს მოკლევადიან პერიოდში პრობლემების გადაჭრასა და სიტუაციასთან ადაპტაციაში ეხმარება, შესაძლოა, გრძელვადიანი გეგმებისათვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როცა მსოფლიო მასშტაბიც კრიტიკული სიტუაცია დგება, იცვლება მომხმარებელთა ქცევის პატერნიც, ასევე იცვლება წესები და რეგულაციები, ეკონომიკური ხედვები და ა.შ. ეს ყველაფერი გადახდების ინდუსტრიას საფიქრალს უმატებს და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას ურთულებს.

COVID-19-ის გამოჩენასთან ერთად შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა, ისინი ფიზიკურად ვეღარ ყიდულობნდნენ მათთვის სასურველ პროდუქტებს. ბიზნესებსა და ორგანიზაციებს მოუწიათ ძალიან სწრაფად, კრიტიკულ რეჟიმში გადასულიყვნენ მუშაობიბს ახალ რეჟიმზე და
მორგებოდნენ მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნასა და საჭიროებებს.

რეგულაციები 2021 წელს საფინანსო სექტორში რეგუალციებიც მკაცრდება. Wirecard-თან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რეგულატორები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ მსგავსი მასშტაბის, კატასტროფუილი კოლაფსი, რათა გადახადების ინდუსტრია
არ დაზიანდეს. შეგახსენებთ, რომ Wirecard-ის აღმსარულებელმა დირექტრომა და უფროსმა აღმსარულებელმა ოფიცერმა კომპანიიდან 2 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოებმა და რეგულატორებმა მიდგომები გაამკაცრეს, რათა მომხმარებელთა ქონება დაცული იყოს და ასევე, ამით დაიცვან ფინანსური სისტემები.

უმეტესობა ჩვენგანი ხვდება, რომ რეგულაციები დადებითი და საჭირო რამაა ამ ინდუსტრიისთვის, თუმცა რეგულაციების ცვლილება ბიზნესებისთვის ხშირად გამოწვევას წარმოადგენს ხოლმე. ამასთანავე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გარკვეული მთავრობების მიერ მიღებული რეგულაციები შესაძლოა სულაც არ იყოს კარგი და პირიქით, ბიზნესებსა თუ ფინანსურ ინდუსტრიებზე სავალალო გავლენა ქონდეს. რეგულაციების ცვლილების შედეგად დამდგარი გამოწვევები შესაძლოა მანიფესტირდეს ახალი მოთხოვნების განსაზღვრასა და დამატებით დროისა და რესურსების პოტენციური საჭიროების დადგომაში, რაც გადახდების ინდუსტრიისთვის დამატებითი
ხარჯია.

რეგულაციების ცვლილების შემდეგ ბიზნესებს მეტი დაკვირვება და სიფრთხილე მართებთ. მიმდინარე მარეგულირებელ მოთხოვნებთან თანხვედრისთვის საკვანძოა ბიზნესების მიერ მოთხოვნების საფუძვლიანად გაგება. გაურკვევლობისა და რაიმე პრობლემის წარმოშობის
დროს, ყოველთვის მიზანშეწონილია, რომ მიიღოთ რჩევა სპეციალისტისგან, რომლის დაქირავებაც, ფინანსური თვალსაზრისით, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი გამოდგეს, ვიდრე საკუთარი თავის იმედზე დარჩენა და არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

თაღლითობა თაღლითობა გადახდების ინდუსტრიაში რჩება როგორც საკვანძო გამოწვევად, ასევე, პრობლემად, რომელსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბიზნესებზეც და საბოლოო მომხმარებლებზეც. საფინანსო დანაშაული უკანასკნელ წლებში მზარდ ტრენდად
იქცა და გამუდმებით იხვეწება თავად ბოროტმოქმედებთან ერთად. ამის პარალელურად, ახალი თაღლითობის ამოცნობა-პრევენციის ტექნიკები განვითარდა. თუმცა ეს გამუდმებით ცვლადი თამაშია კრიმინალების მიერ ახალი სტრატეგიების ათვისებითა და მათი შესაჩერებელი მეთოდების დახვეწით გადახდის ინდუსტრიისა და სხვა საფინანსო ინსტიტუციების მიერ. სამწუხაროდ, თაღლითობის რისკის სრული აღმოფხვრა ჯერჯერობით შეუძლებელია. გადახდის პროვაიდერები ცდილობენ თაღლითობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის უფრო დახვეწილი ხერხების შემუშავებას. ხელოვნური ინტელექტი და სხვა ავტომატური ხელსაწყოები გვთავაზობენ თაღლითობის იდენტიფიცირების მზარდ ეფექტიანობას — თუმცა, ამავდროულად, კრიმინალებიც იყენებენ ახალ და უფრო დახვეწილ მეთოდებს გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად.

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო გზა ბიზნესების მიერ მძლავრი და ეფექტური კონტროლის მექანიზმების მობილიზებაა; იქნება ეს დაკავშირებული მონაცემებზე წვდომასთან, ფიზიკურ აქტივებთან (მაგ:ლეპტოპები), თუ ბიზნესთა IT სისტემებზე
არაავტორიზებულ წვდომასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა პირად მონაცემებს ან გადახდის ბარათების ინფორმაციას ფლობენ — როდესაც ბიზნესი ვალდებულია სრულფასოვნად დაიცვას მონაცემები, რათა შესაბამისობაში
მოდიოდეს კანონთან და გაუფრთხილდეს რეპუტაციას.

წყარო: FintechNews

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

VISA-ს კვლევა მომხმარებლების ქცევის შესახებ

Visa-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ჩვევები და ქცევა მსოფლიოში დამკვიდრებული მუშაობის ახალი ნორმების…
გაიგე მეტი

IT სპეციალისტები დისტანციურად მუშაობისას უფრო პროდუქტიულები არიან

ვინაიდან დისტანციური მუშაობა ჯერჯერობით აქტუალობას არ კარგავს, Digiterre ლონდონის, ნიუ-იორკის და ევროპის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დასაქმებული IT თანამშრომლების…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიები და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები

ფინტექ კომპანიებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ დანერგონ ახალი მიდგომები და შეცვალონ ტრადიციული ფინანსური ოპერაციები, დაწყებული კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვით,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.