ციფრული საფულეების მომხმარებელთა რიცხვი იზრდება — გაგრძელდება თუ არა მზარდი ტრენდი?

გასული წელი ციფრული საფულეებისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. პანდემიის დაწყებასთან ერთად გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის წილიც და FIS PACE-ის ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ციფრული საფულეების მომხმარებელთა 32 პროცენტს სმარტფონში
ახლა სამი ან მეტი ციფრული საფულე აქვს, მაგალითად Apple Pay, Google Pay და სხვები. გასულ წელთან შედარებით, ასეთი ადამიანების რიცხვმა 21 პროცენტით მოიმატა. ეს მხოლოდ ახალი თაობების გამო არ ხდება, ზოგი მილენიალის თქმით,
მათ 9 ციფრული საფულეც კი აქვთ სმარტფონში. გაუმჯობესებული მომსახურება ციფრული საფულეების ერთ-ერთი მთავარი
პლიუსია და მომხმარებლებიც აქტიურად იყენებენ მათ ბენეფიტებს. კორონავირუსის გავრცელებამ მომხმარებელთა ქცევა ძირეულად შეცვალა და მათ ახალი მოთხოვნილებები გაუჩნდათ, თუმცა ისმის კითხვა — გაგრძელდება ასეთი ტრენდი თუ ციფრული საფულეების მომხმარებელთა რიცხვი თანდათან დაიკლებს?

COVID-19-მა შეცვალა ჩვენი ქცევა; სასურველი პროდუქტის შესაძენად ახლა განსხვავებულ გზებს გავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული საფულეების უკან თანამედროვე ტექნოლოგიები დგას, გადახდის ეს მეთოდი ათწლეულებით ადრე უკვე არსებობდა. ციფრული გადახდების პირველი სისტემა Coca-Cola-ს სავაჭრო ავტომატებში, 1997 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გამაგრილებელი სასმლის ყიდვა
მესიჯის გაგზავნით შეეძლო.

შემდგომში, PayPal-ისა და სხვა ციფრული გადახდების სერვისების გამოჩენასთან ერთად, eBay-სა და Amazon-ზე ვაჭრობა გაცილებით გამარტივდა.


2020 წელი ინდუსტრიისთვის ნამდვილი ბუმი აღმოჩნდა. მომხმარებელთა რიცხვი, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიები აითვისეს, ძალიან გაიზარდა. საკვები ობიექტებიცა და სხვა სავაჭრო დაწესებულებებიც უკონტაქტო ვაჭრობაზე გადავიდნენ და ციფრული საფულეების მეშვეობით მომხმარებლებს ბარათების გამოყენებაც კი აღარ უწევთ, რაც ფიზიკურ კონტაქტს კიდევ უფრო ამცირებს.

პანდემიის პირობებში ეს ყველასათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუმცა ძველი ჩვევები მარტივად დასავიწყებელი არ არის, სწორედ ამიტომ, საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ციფრული საფულეების გამოყენების მზარდი ტრენდი.

ქცევითი ცვლილებები სწორხაზოვანი არ არის და ის მომხმარებლის ახალ, სასიამოვნო გამოცდილებაზეა დამოკიდებული. McKinsey-ს მოხსენებიდან ვიგებთ, რომ ახალ პროდუქტთან შეგუებისათვის აუცილებელია, რომ რამემ ჯერ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობისკენ გვიბიძგოს, შემდეგ კი ახალი გამოცდილებით სიამოვნება მივიღოთ. თუ ციფრული გადახდები მომხმარებლებს შორის კმაყოფილებას გამოიწვევს და ისინი დარწმუნდებიან, რომ ეს ბევრად უფრო კომფორტულია, მაშინ ისინი ძველ ჩვეულებას დაივიწყებენ. და მაინც, რა დრო სჭირდება ახალი ქცევის ჩამოყალიბებასა და ტვინში გაჯდომას?

European Journal of Social Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახალი ყოფითი ქცევის ჩამოყალიბებას მინიმუმ 66 დღე სჭირდება. თუმცა, კვლევაში ნახსენებია ისიც, რომ სხვადასხვა სიახლეს ადამიანი სხვადასხვანაირი სისწრაფით ეგუება და ეს რიცხვი შეიძლება 18-დან 254 დღემდე მერყეობდეს.

ციფრულ საფულეებს ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვთ და რადგან მომხმარებელთა შორის დაგროვილი გამოცდილებაც დადებითია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი პოპულარობის მზარდი ტრენდი შენარჩუნდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრული გადახდების სფეროში მათი დაცულობაა. როცა ჩვენ რამე შესყიდვას ციფრული საფულიდან ვახდენთ, ამ დროს თანხის მიმღები ჩვენი ბარათის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი საკრედიტო ბარათი და ანგარიში მუდამ დაცული იქნება.

ციფრული საფულეების მომავალი საკმაოდ იმედისმომცემია. რეალურად, არ ჩანს არანაირი დაბრკოლება, რამაც ინდუსტრიის განვითარებასა და მომხმარებლებს შორის ახალი საფულეების გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს. 2021 წლის FIS Global Payments Report-ის მიხედვით, 2024 წლისთვის ციფრული საფულეებით გადახდების წილი 2020 წელთან შედარებით 38,2%-ით გაიზრდება და ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული გადახდების 40,5%-ს მიაღწევს.
ციფრულმა საფულეებმა ამ რთული პერიოდის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათი ნდობა შეიძლება და ის გამოსაყენებლადაც იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ციფრული საფულეები ტრენდიდან არ გადავა და პანდემიის შემდეგაც შეინარჩუნებს პოპულარობას.

წყარო: Forbes

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Google Pay-ს ახალი აპლიკაცია

აპლიკაცია Google Pay-ის ახალი ვერსია Android-ზე უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, ჯერჯერობით, მისი გამოყენება მხოლოდ წინასწარ მოწვეულ პირებს შეუძლიათ. განახლებული…
გაიგე მეტი

მომხმარებლების ციფრული მხარდაჭერა პანდემიის დროს

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეექმნათ. პირველადი ციფრული გადაწყვეტის შექმნით გადაუდებელ გამოწვევებთან…
გაიგე მეტი

ტესლა სადაზღვევო კომპანიის დაარსებას აპირებს

ივლისის ბოლოს ტესლას დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია სადაზღვევო სექტორში აპირებს ძალების მოსინჯვას. ინვესტორებთან საუბრისას მან აღნიშნა,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.