ციფრული რეალობა და მომავალი

ინტეგრირებული ფინანსები (Embedded Finance) არის ახალი ფინანსური ელემენტი მომხმარებლების საერთო საჭიროებების გადასაჭრელად. ინტეგრირებული ფინანსების იდეა სრულიადაც არ არის ახალი, უბრალოდ, ამ ტერმინს სხვადასხვა დროში, ადამიანები სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებდნენ.

მაგალითად, სასტუმროში მისვლისას ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მისაღებში მიდის დასარეგისტრირებლად, რაც ორი მთავარი მიზეზითაა გამოწვეული. პირველის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრო ყველანაირად ცდილობს ბრენდთან მეტი შეხება ჰქონდეს მომხმარებელს და ადამიანებს ერთგვარად აიძულებს, მის პერსონალს დაეკონტაქტონ. მეორე მიზეზი კი სასტუმროს საფასურის გადახდას გულისხმობს.

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ეს პროცესიც გაციფრულდა და ადამიანს აღარ უწევს დასაჯავშნად ადგილზე მისვლა, რამაც პროცესი უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახადა. ადამიანის სარგებელი კი “კონტექსტური ფინანსებია”.

ისინი ეჩვევიან დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას, სხვა შეთავაზების საჭიროების შემთხვევაში. ინტეგრირებულ ფინანსებს, რა თქმა უნდა, კომპანიისთვისაც სარგებელი მოაქვს — ისინი ადამიანებს სთავაზობენ ისეთ პროდუქტს, რაც ნამდვილად სჭირდებათ, რაც მომხმარებლების ერთგულებასა და ჩართულობას უწყობს ხელს.

რა არის მოდულური ფინანსები?

ოდესღაც საბანკო სერვისები ძალიან მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ბანკებში. ისინი პასუხიმგებელნი იყვნენ გაყალბებისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციაზე, ასევე საგადასახადო სისტემებსა და სხვა სერვისებზეც, ამის გამო მომხმარებელი ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს მხოლოდ ერთი ადგილიდან იღებდა.

მოდულური ფინანსები კი ამ პროცესის უკეთ წარმართვას, კომპანიებს კონკრეტული სფეროს სპეციალიზაციასა და საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებაში ეხმარება. ეს ეხმარება პროვაიდერებს შესთავაზონ საუკეთესო სისტემა კომპანიებს, რათა აირჩიონ მათთვის შესაფერისი სერვისები.

მოდულური ფინანსების ერთ-ერთი ხელშესახები მაგალითია ბანკების, “სტარლინგისა” და “მონზოს” მიერ, აზარტული თამაშების ტრანზაქციების აკრძალვა თავიანთი დაუცველი მომხმარებლების დასაცავად.

როგორ განვითარდება ინტეგრირებული ფინანსები?

ინტეგრირებული ფინანსები მოგვცემს საშუალებას, წარმოვიდგინოთ როგორი იქნება ფინანსები თითოეულ ინდუსტრიაში.
ინტეგრირებული ფინანსების განვითარება ხელს შეუწყობს ფუნდამენტური ფინანსური სერვისების განვითარებას, ერთეული ფინანსური სერვისების ნაცვლად, როგორებიცაა სესხი ან იპოთეკური სესხი.

მაგალითისთვის ავიღოთ იპოთეკური სესხის ინდუსტრია. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ იპოთეკური სესხი სჭირდებათ, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში მათ სახლის ყიდვა სჭირდებათ და ერთადერთ გამოსავალს სწორედაც რომ იპოთეკურ სესხში ეძებენ. კონტექსტური სერვისის კარგი მაგალითი იქნებოდა უძრავი ქონების აგენტების მიერ იპოთეკური სესხის ინტეგრირება თავიანთ შეთავაზებებში. ეს ადამიანებს სახლის ძებნის პროცესში დაეხმარებოდა და პროვაიდერებსაც საქმე გაუმარტივდებოდათ სხვადასხვა სერვისის შეთავაზებისას.

თუ შევხედავთ სადაზღვევო და საგადასახადო ინდუსტრიებს, მაგალითად, ზოგიერთი კომპანია იმდენად წარმატებულია, რომ მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3.6 ტრილიონსაც კი უტოლდება, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მათი ფინანსური პროდუქტების გაცემის გზა შეიცვლება?

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. სერვისების პროვაიდერები ჯერ კიდევ ძველ ინფრასტრუქტურას არიან მიჩვეულნი და ამიტომაც, ეს ინდუსტრია მდორედ იცვლება.

გადამწყვეტი ფაქტორია, რომ Banking as a service-ის ეკოსისტემის მოთამაშეები ჩანერგილ ფინანსებს სწორი მიზნების განსახორციელებლად ააქტიურებენ. ბრენდებს, რომლებიც ამას მხოლოდ ხარჯების შემცირების სავარჯიშოდ ან მათ დასახმარებლად თვლიან, შეუძლიათ ძალიან სწრაფად მოახდინონ მათი მომხმარებელთა გამოცდილების ფრაგმენტაცია, ვიდრე პირიქით — გააძლიერონ ისინი.

ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შესაფერისი პროდუქტის მენეჯერებისა და ტექ ჯგუფების არსებობა გადამწყვეტია ბიზნესისთვის. ისინი დიზაინერები არიან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების მოთხოვნილებების შესაბამისად იმოქმედონ და მომხმარებლებს საჭირო პროდუქტი შესთავაზონ.

ფაქტობრივად, ეს არის ორმხრივი წვეტიანი ხმალი, რომელსაც საინტერესოა, ვინ გამოიყენებს უპირატესობად.

წყარო: www.next.on.ge

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Plug and Pay – ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად საქართველოში არაერთი ონლაინ მაღაზია გაიხსნა. ასეთ მაღაზიებში მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სასურველი ნივთის შეძენა.…
გაიგე მეტი

რას მოიცავს ნაწილ-ნაწილის B2C-ისთან ინტეგრაცია?

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ მის მომხმარებლებს გადახდის ახალი მეთოდი – ნაწილ-ნაწილი შესთავაზა. საქართველოს ბანკის…
გაიგე მეტი

ელექტრონული კომერცია 101: ბიზნესის მოდელები

რა არის ელექტრონული კომერცია?ელექტრონული კომერცია არის სავაჭრო პროცესი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა რადიკალურად შეცვალა ბიზნესის მართვის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.