ციფრული ბანკინგი Uber-ის აპლიკაციაში

ღია ბანკინგის სისტემის პოტენციალი, შეცვალოს ფინანსური მომსახურების მიწოდების ფორმა, Uber-ის და BBVA-ის (ციფრულ ბანკინგზე ორიენტირებული გლობალური ბანკი) 2019 წლის გარიგების ხარჯზე, კიდევ უფრო გამოიკვეთა. ღია ბანკინგი, ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხო გზაა.ამით, მომხმარებელი აპლიკაციის საშუალებით სარგებლობს საკუთარი საბანკო სერვ

ისებით. ეს მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი, ბიზნესისთვის კი, განვითარების შესაძლებლობაა.BBVA და Uber, მექსიკის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეები არიან. მათმა ალიანსმა კი ახალი ფინანსური მომსახურების საშუალება გააჩინა. ეს პროცესში მესამე მხარის ჩართულობას ნიშნავს, რაც Uber-ის მძღოლებისთვის ნამდვილად კარგი ამბავი აღმოჩნდა.
Uber-ის აპლიკაციის საშუალებით, მძღოლებმა შეძლეს სწრაფად და მარტივად შეექმნათ ციფრული ანგარიში, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდებოდა საერთაშორისო “Driver Partner Debit Card”-ს. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ შემოსავალს პირდაპირ, რამდენიმე წუთში იღებენ. გარდა ამისა, ამ პლატფორმით მათ შეძლეს მიეღოთ ფინანსური შეღავათები — როგორიცაა სესხები და ფასდაკლებები.

იდეა მარტივია — Uber-ის მძღოლებისთვის დროის დაზოგვა და ზედმეტი სტრესის თავიდან აცილება. ამ ინოვაციამ მძღოლებს დაუზოგა დრო, გარდა ამისა, სამუშაო პროცესი და საბანკო მომსახურებები გაუმარტივა. ეს ყველაფერი კი ერთი აპლიკაციის ხარჯზე.

“მოხარულები ვართ, რადგან ეს ალიანსი მოიცავს ჩვენს კომბინირებულ გამოცდილებას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან პირველად გთავაზობთ BBVA პროდუქტს, რომელიც მესამე მხარის პლატფორმაში იქნება ინტეგრირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტნიორთან მიგვაქვს “ბანკი”, რომელსაც პირდაპირ თავის მძღოლებთან მივყავართ. ამით Uber-ის მძღოლები ერთი დაწკაპუნებით, პირდაპირ ყველა საბანკო შეღავათით ისარგებლებენ.” — ამბობდა ჯერ კიდევ 2019 წელს, სერვისის ამოქმედების დროს, კარლოს ლოპეს-მოტექზუმა, BBVA-ის ღია ბანკინგის ხელმძღვანელი.

დიახ, ეს სარგებელი ღია ბანკინგის საშუალებით არის შესაძლებელი, რაც წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას, იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებენ ფინანსური ინსტიტუტები თავიანთ ფინანსურ მომსახურებებს.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ციფრული საფულეების მომხმარებელთა რიცხვი იზრდება — გაგრძელდება თუ არა მზარდი ტრენდი?

გასული წელი ციფრული საფულეებისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. პანდემიის დაწყებასთან ერთად გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის წილიც და FIS PACE-ის ჩატარებული…
გაიგე მეტი

კომპანია Stripe აზიაში გაფართოებას იწყებს

საგადასახადო კომპანია Stripe-მა აზიის ბაზარზე გაფართოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 200 ახალი თანამშრომელი აიყვანა სამსახურში. აშშ–ში დაფუძნებულმა სტარტაპმა…
გაიგე მეტი

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.