ციფრული ბაზრის სერვისების ახალი პლატფორმა

აშშ-ის სააქციო ბირჟამ, NASDAQ-მა სერვისების პლატფორმა წარმოადგინა, რომელიც ციფრული ბაზრების ეკოსისტემებს შორის აქტივების, მომსახურების და ინფორმაციის გაცვლის პროცესს ამარტივებს. SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი) ბაზრისთვის ისეთ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს ტრანზაქციის სასიცოცხლო ციკლს სტანდარტული ფინანსური აქტივებისთვის, ტოკენიზირებული აქტივებისთვის, საკრედიტო ბარათის ვალდებულებებისთვის, ლოიალობის ქულებისთვის, უძრავი ქონებისთვის, სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის, თამაშებისთვის, გარიგებებისთვის და სხვა.

პლატფორმაში გაერთიანებულია Digital Asset Suite მომსახურების პაკეტი, რომელიც DLT და მულტიღრუბლოვანი ტექნოლოგიის ბაზაზე მუშაობს. მისი მთავარი ამოცანა ციფრული აქტივების ტრანზაქციების სასიცოცხლო ციკლის და ტოკენიზებული ბაზრების მხარდაჭერაში მდგომარეობს. გარდა ამისა, NASDAQ მაიკროსოფტთან თანამშრომლობით შემდეგი თაობის საბაზრო ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს. NASDAQ Digital Assets Suite ასევე მაიკროსოფტის ღრუბლოვანი სერვისების პლატფორმა Azure-ზე განთავსებული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“Marketplace Services Platform-ის შექმნით ჩვენ გთავაზობთ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სრულ მზადყოფნაში მყოფ ინფრასტრუქტურას ციფრული ბაზრისთვის. იგი გაძლევთ საშუალებას, ააწყოთ პლატფორმა, რომლის გამოყენებაც ბიზნესის შექმნის, ადაპტირების და გაფართოების პარალელურადაა შესაძლებელი”, — აღნიშნავს NASDAQ-ის პროდუქტების მართვისა და საბაზრო ტექნოლოგიების ხელმძღვანელი, მაგნუს ჰაგლინდი.

 

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

საბანკო აპლიკაციები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით

ბავშვებისთვის ფინანსების მართვის სწავლა თითქმის არასდროსაა მარტივი. თუმცა, დღესდღეობით არსებობს მრავალი საბანკო/ფინანსური აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი.…
გაიგე მეტი

ქართული სტარტაპი საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიძინა

  Pulsar AI-მ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. პირველი Exit ქართული ტექნოლოგიური კომპანიისთვის შეგვიძლია წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც…
გაიგე მეტი

საქართველოს ბანკმა Apple Pay წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა. Apple Pay კომპანია Apple-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.