ღია ბანკინგი ფინტექებისთვის – სატესტო api სერვისზე წვდომა

ღია ბანკინგის რეგულაცია
მალე ფინტექ კომპანიებზეც გავრცელდება, რის შემდეგაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს
მოდელი შეცვალონ და ახალი მიდგომები დანერგონ. ეს უკანასკნელი ერთგვარი აუცილებლობაც
კია ასეთი კომპანიებისთვის, რადგან ბაზარზე ახალი საჭიროებები და სტანდარტები ჩნდება,
რომელსაც სტარტაპები თავიანთი პროდუქტებით უნდა მოერგონ. მათ დასჭირდებათ ინოვაციური
გზების შემუშავება, რათა მომხმარებელს ახალი, რეგულაციის შესაბამისი სერვისები შესთავაზონ.

ფინტექები ახლა ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდს გადიან ამისთვის, რაშიც მათ საქართველოს
ბანკის ახალი პლატფორმა — Api.bog.ge ეხმარება. ეს არის პლატფორმა, სადაც ბიზნესებს
მარტივად შეუძლიათ მათთვის საჭირო API (პროგრამული შუამავალი) იპოვონ და სწრაფადვე
ჩააინტეგრირონ მათ ციფრულ პროდუქტებში.

აღსანიშნავია, რომ საბანკო მონაცემებთან წვდომის გარეშე, ფინტექ სტარტაპებისთვის
რთულია ფინანსების მართვის გამარტივების მიზნით, ამა თუ იმ სერვისის/პროდუქტის შექმნა. Api.bog.ge-ზე
კი მათ შეუძლიათ სატესტო გარემოში, ღია ბანკინგის რეგულაციის ამოქმედებამდე ჰქონდეთ
წვდომა იმ მონაცემებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ ეფექტიანი პროდუქტების შექმნაში
დაეხმარება.

Api.bog.ge-ს
მეშვეობით ფინტექ სტარტაპებს ექნებათ მომხმარებლის ფინანსურ მონაცემებზე წვდომა, რაც
სერვისის გაუმჯობესებისა და ციფრულ პროდუქტებში ახალი ფუნქციონალების ინტეგრირების
წინაპირობაა.

“მომსახურება შექმნილია საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტების
შესაბამისად და სრულად დაცულია მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. ფუნქციის ჩაშენების
მეშვეობით შეძლებთ ქრონოლოგიური სიზუსტით მიიღოთ ინფორმაცია მომხმარებლის მიერ შესრულებულ
ოპერაციებსა და მათ დეტალებზე. შესაბამისად, თუ ხართ ფინტექ ან ტექ.კომპანია, ამ ეტაპზე
ღია ბანკინგის ფარგლებში მიიღებთ წვდომას API სერვისის სატესტო გარემოზე, სანამ ღია
ბანკინგის რეგულაცია ფინტექ კომპანიებზეც გავრცელდება. ამ გზით წინასწარ განსაზღვრავთ,
რა შესაძლებლობა გეძლევათ, იმისთვის, რომ მომხმარებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი
შესთავაზოთ”, — ნათქვამია საქართველოს ბანკის პლატფორმა Fintech.ge-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში.

სანამ ღია ბანკინგის რეგულაცია ფინტექებზეც გავრცელდება, სატესტო გარემოზე წვდომის
ქონა ფინტექ კომპანიების პრეროგატივა და უპირატესობაა, რადგან ამ გზით ისინი, შესაძლოა,
რეგულაციის ამოქმედების მომენტს უკვე მზა პროდუქტებით შეხვდნენ. გარდა ამისა,
Api.bog.ge-ზე მათ შეუძლიათ გაეცნონ ღია ბანკინგის პირველი ფაზის ფარგლებში ხელმისაწვდომ
საბანკო API სერვისების ტექნიკურ დოკუმენტაციას. სატესტო გარემოზე წვდომისთვის რეგისტრაციის
გავლა კი შემდეგ გვერდზეა შესაძლებელი.

 

ამჟამად, Api.bog.ge-ს MVP ვერსიაა
ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი ავტომატურად იქნება შესაძლებელი პლატფორმაზე წარმოდგენილი
სერვისების ამა თუ იმ ციფრულ პროდუქტში ინტეგრირება თუ მართვა. ამ ეტაპზე,
Api.bog.ge-ზე ბიზნესს 4 სახის პროდუქტი ხვდება, ესენია: ონლაინ გადახდები, ონლაინ
განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ინფორმაცია. მათ შესახებ,
დაწვრილებით, მომდევნო სტატიებში მოგიყვებით. 

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

FinLab-ი კომპანიებს ბიზნესის გაციფრულებაში ეხმარება

United Overseas Bank (UOB)-მა საკუთარი ინოვაციების აქსელერატორის, FinLab-ის ციფრული ვერსია წარმოადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სტარტაპებს…
გაიგე მეტი

მომხმარებლების ციფრული მხარდაჭერა პანდემიის დროს

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეექმნათ. პირველადი ციფრული გადაწყვეტის შექმნით გადაუდებელ გამოწვევებთან…
გაიგე მეტი

ფინანსური ფიტნესი და მობილური ბანკინგი COVID-19-ის პანდემიის დროს

COVID-19-ით გამოწვეული პანდემია მომხმარებლებს ციფრული არხების გამოყენებისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, Meniga-ს ანგარიშის მიხედვით, ბანკებმა ახლა, როგორც არასდროს, მაქსიმალურად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.