ღია ბანკინგი — ფინანსური სექტორის მომავალი

ღია საბანკო მომსახურება საბანკო საქმიანობას მთელი მსოფლიოს გარშემო ცვლის. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ის ამ მხრივ ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ყველაფერი ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა
და ინოვაციური მიდგომების განვითარებისა და საერთო სტანდარტების შექმნას უწყობს ხელს.

მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომხმარებელთა რიცხვი 2020 წლიდან 2021 წლამდე ერთი მილიონიდან სამ მილიონამდე გაიზარდა. ღია ბანკინგის ტექნოლოგიები კიდევ უფრო მოთხოვნადია სამხრეთ კორეაში, სადაც მას უკვე 20 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ფაქტია, საბანკო სისტემები ევოლუციას განიცდიან და ღია ბანკინგი სწორედ ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია.
გადახდის მოთხოვნა ღია ბანკინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროგრამაა გადახდის მოთხოვნა. ეს მომხმარებელს სხვადსხვა საბანკო ანგარიშებიდან გადახდის მოთხოვნის საშუალებას აძლევს. ის რევოლუციურია ინვოსიების შედგენის და რეგულარული გადახდების მხრივაც.

ეს ყველაფერი თანაბრად კომფორტულია როგორც მევალისთვის, ისე გადამხდელისთვის. ამით ისინი მიმდინარე ფინანსებს უფრო თავისუფლად აკონტროლებენ. ამასთან, ღია ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ უფრო ზუსტი ფინანსური პროგნოზები და შეამცირონ ბილინგის ხარჯები ელექტრონული ინვოისის შედგენის წყალობით. BACS გადახდების დასასრული ღია ბანკინგის ტექნოლოგიებს BACS გადახდების ჩანაცვლებაც შეუძლიათ. BACS ამჟამად ბანკიდან ბანკში გადახდის ყველაზე მეტად გამოყენებული მეთოდია, რაც მოიცავს
მთლიანი რეგულარული გადასახდელების 90%-ს და ეს პირდაპირი სადებეტო ოპერაციების საშუალებით. BACS-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენება სახელფასო გარიგებებისთვისაა.

თუმცა, ღია ბანკინგი გთავაზობთ გადახდის უფრო მარტივ, ეფექტურ ვარიანტს სახელფასო პროვაიდერებისათვის. ის საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს (ან სახელფასო პროვაიდერებს) გადაიხადონ უშუალოდ თანამშრომლის საბანკო ანგარიშებზე, ვიდრე წარუდგინონ კომპლექსური ჯგუფური ფაილები ბანკის მეშვეობით BACS-ს დამუშავებისთვის.

ბიზნესის დანაზოგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღია ბანკინგი საგრძნობლად გაიზარდა და განვითარდა. ეს ყველაფერი კი ბიზნესისთვის ხარჯების დაზოგვის საშუალებაა. ღია საბანკო მომსახურება გამორიცხავს ფულადი სახსრების არასწორი მოპყრობის რისკს, ხოლო ტრანზაქციის დაბალი დანახარჯები ონლაინ შესყიდვებიდან გამომდინარე, ღია ბანკინგს მიმზიდველს ხდის ვაჭრებისთვის და ადვილად მიღებადს მომხმარებლებისთვის.

აღსანიშნავია პანდემიის ფაქტორი, რამაც მომხმარებლებს და ბიზნესს ციფრული სამყაროზე გადაწყობისაკენ კიდევ უფრო უბიძგა. ასე რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი გადაერთვება ციფრულ მოხმარებაზე, ჩვენ დავინახავთ უფრო მეტ საცალო ვაჭრობას, რომელიც მიემართება ღია ბანკის ტექნოლოგიისკენ. ეს ყველაფერი კი, მისი ბენეფიტების გამო.

გლობალური ზრდა მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მიმღებლობის სიჩქარე შთამბეჭდავია, ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ-ში,პროცესები შედარებით ნელა ვითარდება. ძირითადი ფაქტორი, რამაც ბრიტანეთში ღია ბანკის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, მონაცემთა კანონმდებლობის მიღებაა. რეგიონებმა, როგორიცაა ევროპა, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, შეიმუშავეს ან განახორციელეს რეგულაციები ღია ბანკინგის ინოვაციების გასაზრდელად.

მიუხედავად ამისა, ყველა პროგნოზით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ღია ბანკინგი აქტიურად დაიწყებს შეღწევას ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. ეს გარდაუვალი ჩანს, განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა ნაწილებში გამოცდილი წარმატების შემდეგ.

ბანკების მომავალი ბიზნესებსა და მომხმარებლებს სჭირდებათ გადახდის მარტივი გადაწყვეტილებები, რაც ზოგავს დროს, ამცირებს ხარჯებს და მოსახერხებელია. შესაბამისად, ის თუ როგორ გვესმის ჩვენ ბანკინგი, დროსთან ერთად კვლავ შეიცვლება. ფინტექს ამ მხრივ საგადასახადო ინდუსტრიაში წამყვანი როლი უჭირავს.

სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ღია ბანკინგზე აქტიურად გადავერთეთ. საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისთვის ეს ძალიან საინტერესო ეპოქაა, რადგან სულ უფრო აქტიურად ჩნდება ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმოჯბესებს საბანკო გამოცდილებას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე კომპანიებისთვის.

შესაბამისად, დროსთან ერთად ჩნდება უფრო დიდი მოთხოვნა და მოლოდინიც. ღია ბანკინგის დახმარებით ჩვენ ახლა უფრო მოქნილი და კომფორტული საგადასახადო ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მხარდაჭერა გვაქვს.

წყარო: FintechMagazine

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგის მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს საკომისიო ხარჯებს

ღია საბანკო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის, Yapily-ს მონაცემებით, ონლაინ საბარათე გადახდებიდან ღია ბანკინგის ტრანზაქციებზე გადასვლა ორგანიზაციებს საკმაოდ დიდ…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგზე დაფუძნებული კორპორატიული საკრედიტო ბარათი

დიდი ბრიტანეთის ფინტექ კომპანიების ვეტერანებმა, რომლებსაც ისეთ სტარტაპებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორებიცაა Funding Circle, Funding Options და 11:FS,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.