ღია ბანკინგი ბიზნესისთვის

ღია ბანკინგის პირველი ეტაპი იურიდიული პირებისთვისაც ამოქმედდა. ბიზნეს ინტერნეტბანკში კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში გახსნილ ანგარიშებს ერთ აპლიკაციაში მოუყარონ თავი და აკონტროლონ გადარიცხვები. ისევე როგორც ფიზიკური პირებისთვის, ბიზნესებისთვისაც პირველ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციის ნახვა იქნება შესაძლებელი, ანგარიშებზე გადარიცხვა კი 2022 წლიდან ამოქმედდება. როგორც „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის  სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გვიყვება, ფართო სურათს თუ შევხედავთ, ეს მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია. სამომავლოდ მხოლოდ ერთი აპლიკაციით უნდა შეძლოს როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირმა საკუთარი ანგარიშების მართვა, თუმცა აქამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. 

“თუ კომპანიას რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში გახსნილი, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით შეუძლია, ყველა ანგარიშზე ინფორმაციას ერთ აპლიკაციაში მოუყაროს თავი და მისი მონიტორინგი კომფორტულად განახორციელოს. ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს უფრო ხშირად სჭირდება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა კლიენტებს უკეთ მოემსახუროს, თანხები დროულად ჩაირიცხოს და ა.შ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ღია ბანკინგის ახალი ეტაპი იურიდიული პირებისთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო იქნება“ – ამბობს გიორგი

მისი თქმით, სიახლე განსაკუთრებით ფინანსური დირექტორებისთვის და ბუღალტრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან მათთვის ოპერაციების შესრულება ბევრად მარტივი გახდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, 2022 წლიდან კი Open Banking ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც თამაშის წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის, ბანკებს შორის კონკურენცია გაიზრდება და კლიენტებიც მოგებულები დარჩებიან. 

„საბოლოო მიზანი ერთი ინტერნეტ ბანკით ყველა საბანკო ანგარიშის მართვაა. ამისთვის რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება, ფუნქციონალიც პერიოდულად უფრო მრავალფეროვანი გახდება. გვსურს ბიზნესს უკეთესი ანალიზისა და მონიტორინგის საშუალებები ჰქონდეს. მომავალში მათი თითოეული ნაბიჯი უნდა გამარტივდეს, მათ შორის: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვები, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ. ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, დანარჩენს კი 2022 წელს უნდა ველოდოთ. მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, სხვადასხვა საკრედიტო ბარათს ადამიანები მხოლოდ 1 საფულეში ინახავენ, ასე იქნება ციფრულ სამყაროშიც.“ – გვიყვება გიორგი.

მომავალ წელს ღია ბანკინგში ფინტექ კომპანიებიც ჩაერთვებიან, მათ საკმაოდ მასშტაბურ ფინანსურ მონაცემებთან ექნებათ წვდომა, რაც ციფრული პროდუქტების ნაწილში არაერთ ინოვაციას მისცემს ბიძგს. როგორც გიორგი გვიყვება, ევროპაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში Open Banking 2018 წლიდანაა დანერგილი, რამაც სექტორის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ფინტექ კომპანიების ჩართვის შემდეგ გაჩნდა უფრო თანამედროვე და მოქნილი მობილური და ინტერნეტ ბანკები, ზოგჯერ იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე ამას ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციები სთავაზობდნენ მომხმარებლებს. ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა იყო ანალიტიკური სერვისების, გადახდა/გადარიცხვების, ბიზნეს პროცესების მართვის კუთხითაც“ – ამბობს გიორგი

არსებული სიახლე განსაკუთრებით ინოვაციებისა და სიახლეების მოყვარული მომხმარებლებისთვის იქნება ღირებული, რომელთა რაოდენობაც ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა. 

თუ ხარ საქართველოს ბანკი ბიზნესის მომხმარებელი, ამ ფუნქციონალის გამოცდა ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შეგიძლია

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები მეტად წარმატებულნი არიან

ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისა და კონკურენციის გაძლიერების გამო ტრადიციული საბანკო მოდელი სწრაფად ძველდება. ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციებისთვის სამუშაო გამოცდილების…
გაიგე მეტი

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის საქართველოს ბანკმა ინტერნეტბანკის მომსახურების სერვისი განაახლა და მომხმარებელზე მეტად მორგებული გახადა. პროდუქტის შემუშავება მომხმარებელთან…
გაიგე მეტი

Uber ციფრული ფინანსური მომსახურების სფეროში თავის ამბიციებზე უარს ამბობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Uber-ის ფინანსური სერვისების ხელმძღვანელმა, პიტერ ჰეიზელჰარსტმა თანამდებობა დატოვა, რადგან კომპანია ბოლო დროს საკუთარ ტრადიციულ საქმიანობაზე —…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.