ღია ბანკინგის ისტორია

ღია ბანკინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც გლობალურ ფინანსურ ინდუსტრიაში ბევრი წლის წინ გავრცელდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ როდის წარმოიშვა ეს ტენდენცია და როგორ განვითარდა ის წლების განმავლობაში.
1980 წ
გერმანიის ფედერალური ფოსტა
ღია ბანკინგის შექმნა დაიწყო Deutsche Bundespost-ის (გერმანიის ფედერალური ფოსტა) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, როდესაც ხელმძღვანელმა გუნდმა ჩაატარა ტესტი ხუთი კომპიუტერის გამოყენებით და მოიწვია 2000 ადამიანი, რათა მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ ბანკინგის საპილოტე სქემაში. ტესტმა აჩვენა, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ საბანკო ტრანზაქციების განხორციელება საკუთარი სახლებიდან ტელევიზორების მეშვეობით, სპეციალური გადარიცხვის კოდების მეშვეობით.
1998 წ
HBCI და ფინანსური ტრანზაქციის სერვისები
გერმანიამ კვლავ დაარღვია საზღვრები, როდესაც საქმე მივიდა ღია ბანკინგის, როგორც პლატფორმის განვითარების შემდეგ ეტაპზე. 1998 წლიდან 2002 წლამდე საბანკო ექსპერტებმა შეიმუშავეს Home Banking Computer Interface (HBCI), რომელიც საშუალებას იძლეოდა, შექმნილიყო უსაფრთხოების, შეტყობინებებისა და გადაცემის პროტოკოლები. 2002 წლისთვის HBCI შეიცვალა ფინანსური ტრანზაქციის სერვისით, რის შედეგადაც შეიქმნა საბანკო უსაფრთხოების სისტემა და გამოიგონეს PIN.
2004 წ
SOFORT – მონაცემების გადატანა
ორი წლის შემდეგ, SOFORT-ის მეშვეობით განხორციელდა მონცემების კოპირება და მათი გამოყენება ერთი კომპიუტერიდან მეორეში. ეს საშუალებას აძლევდა ბანკის მომხმარებლებს, მიეცათ სერვისის პროვაიდერებისთვის საბანკო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვა. ამ გარღვევამ საბანკო პროვაიდერს საშუალება მისცა, წვდომა იმგვარად ჰქონოდათ სხვების ანგარიშზე, თითქოს ისინი თავად იყვნენ კლიენტები.
2007 წ
ამოქმედდა გადახდის სერვისების დირექტივა
2007 წლისთვის ევროკომისიამ შეიმუშავა გადახდის სერვისების პირველი დირექტივა – სახელწოდებით PSD1. მისი მიზანი იყო ფინანსურ ინდუსტრიაში კონკურენციის სტიმულირება, გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება და მომხმარებლის დაცვა. ამ ნაბიჯმა განაპირობა ახალი ინდუსტრიის კატეგორია – კერძოდ, გადახდის სერვისები, რომელშიც წარმოდგენილი იყო ახალი რეგულაციები, რომლებიც არაბანკებს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინათ ტრანზაქციები.
2011 წელი
რეცესია და საბანკო გადატვირთვა
2011 წლისთვის გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის Midata ინიციატივა. ეს იყო სამთავრობო ინიციატივა, რომელიც ბრიტანელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ჩამოეტვირთათ თავიანთი ანგარიშის მიმდინარე ტრანზაქციის მონაცემები და ჩაეყენებინათ ისინი ონლაინ ინსტრუმენტებში. სქემა მხარს უჭერდა RBS-სა და Visa-ს და ის ოფიციალურად ამოქმედდა 2015 წელს, რომლის მიზანიც იყო „სამუდამოდ შეეცვალა პირადი ბანკინგი“.
2022 წელი
API და ფინანსური თავისუფლება
დღესდღეობით ღია ბანკინგი გლობალურ ტრანზაქციის სივრცეს საცალო ვაჭრობის მეშვეობით სრულად გარდაქმნის. ინოვაციურმა API-ებმა განაპირობა ბანკებს, მოვაჭრეებსა და კლიენტებს შორის ბევრად უფრო გამარტივებული ურთიერთობები. ღია ბანკინგს ასევე აქვს პოტენციალი, შეამციროს კიბერშეტევები და თაღლითობა და გამოიწვიოს ფინანსური გადახდების გამარტივებული სისტემა.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჯანლუიჯი დავასი ფინტექისა და ბიზნესის მომავლის შესახებ

ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი გაჩერებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს. პირიქით, პროგრესი სულ უფრო კრეფს სიჩქარეს. ამის ფონზე,…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგზე დაფუძნებული კორპორატიული საკრედიტო ბარათი

დიდი ბრიტანეთის ფინტექ კომპანიების ვეტერანებმა, რომლებსაც ისეთ სტარტაპებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორებიცაა Funding Circle, Funding Options და 11:FS,…
გაიგე მეტი

Ai საბანკო სფეროში — როგორ იყენებენ წამყვანი ბანკები ხელოვნურ ინტელექტს

ხელოვნური ინტელექტი საბანკო სფეროშიც იკიდებს ფეხს. ფინანსური ინსტიტუტები AI-ს დახმარებით სულ უფრო მეტად ახერხებენ, მოძებნონ გამოსავლები სხვადასხვა სიტუაციიდან.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.