ღია ბანკინგზე დაფუძნებული კორპორატიული საკრედიტო ბარათი

დიდი ბრიტანეთის ფინტექ კომპანიების ვეტერანებმა, რომლებსაც ისეთ სტარტაპებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორებიცაა Funding Circle, Funding Options და 11:FS, დააფუძნეს ახალი სტარტაპი, სახელწოდებით Cape, რომლის საქმიანობის მიზანია, დაეხმაროს მცირე ბიზნესს COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში.

ამ მიზნით, კომპანია მომდევნო წლის დასაწყისში ღია ბანკინგზე დაფუძნებულ კორპორატიულ საკრედიტო ბარათს წარმოადგენს. ბარათს სამი ძირითადი ფუნქცია ექნება, რაც დაეხმარება კომპანიას, მართოს საკუთარი ტრანზაქციები და ჰქონდეს ბიზნესის ზრდის სტიმულირებისთვის საჭირო ფულადი რესურსი.

საკრედიტო ლიმიტის დამტკიცებისთვის ფინტექ კომპანია ინფორმაციას რეალურ დროში გააანალიზებს და სწრაფად გახსნის წვდომას საკრედიტო ბარათზე, რომელსაც შემდეგი უპირატესობა ექნება: კრედიტის მართვა; განვადება; და შემოსავალზე დაფუძნებული ვალდებულებების დაფარვა.

“ჩვენ უკვე გვაქვს ფინტექსა და ციფრულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და ვიცით, რა წინაღობებს ხვდებიან კომპანიები, როცა საქმე ეხება კრედიტებს და ინვესტიციებს, რომლებსაც ისინი არსებული ვითარების გამო ვეღარ იღებენ”, — აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი, რაიან ედვარდს პიტჩარდი.

“საბრუნავ კაპიტალთან წვდომას ფინანსების მოძიების საწყის ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სწორი მხარდაჭერის გარეშე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი უახლოეს თვეებსა და წლებში კრახს განიცდის. მათი ამბიციები, ენერგია და შემოქმედების უნარი განელდა, ასევე შემცირდა სამომხმარებლო ბაზარი და სამუშაო ადგილები.

“ზუსტად ამიტომ, ჩვენ შევქმენით გადაწყვეტა, რითაც ვეხმარებით ციფრულ სექტორში მოღვაწე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, მიიღონ წვდომა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე მაშინ, როცა მათ ეს სჭირდებათ და არა მაშინ, როცა მათ ბანკი მისცემს ამის უფლებას”, — აღნიშნავს რაიანი.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ონლაინ გადახდის სისტემების მომავალი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ციფრული სამყარო სულ უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესები ციფრული მომსახურების განვითარებას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ.…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიები და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები

ფინტექ კომპანიებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ დანერგონ ახალი მიდგომები და შეცვალონ ტრადიციული ფინანსური ოპერაციები, დაწყებული კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვით,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.