ქართულმა ფინტექ სტარტაპმა, Optio.AI-მ 650 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

ფინანსურ ტექნოლოგიებში მომუშავე ქართულმა სტარტაპმა Optio.AI, საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტთან ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის სახით 650 000 ლარი მიიღო. Optio.Ai კერძო ინვესტიციების მოზიდვასაც გეგმავს, რაც ფინტექ კომპანიას ფინანსური ინსტიტუტებისათვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მაღალტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებაში დაეხმარება.

თანადაფინანსების გრანტი ხელს უწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ეხმარება მათ კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. Optio.AI ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტარტაპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული გრანტი მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე წარმოდგენილია საქართველოს ორ უმსხვილეს ბანკში, 650 000-ლარიანი გრანტი და დამატებითი კერძო ინვესტიციები Optio.AI-ისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

შეგახსენებთ, რომ Optio.Ai თავდაპირველად პირადი ფინანსების მართვის სისტემის შექმნით დაიწყო და დღეს უკვე ფინანსურ ინსტიტუტებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სთავაზობს.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

გატერმინალება – ინოვაციური გადახდის სისტემა ბიზნესისთვის

ცოტა ხნის წინ, Visa-მ თავისი ტექნოლოგია — Tap to Phone აამოქმედა, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს უკონტაქტო,…
გაიგე მეტი

მსხვილი ბანკები და ინვესტორები ისრაელის ფინტექ სტარტაპებით ინტერესდებიან

ისრაელის სტარტაპ გარემო გამოირჩევა ნოვატორული და ხშირად საკამათო პროექტებით, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი. ზოგი პროექტით…
გაიგე მეტი

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.