ქართული ფინტექ სტარტაპები ლონდონში ინვესტორებთან პრეზენტაციით წარსდგნენ

13 ივნისს, ქ. ლონდონში, ვესტმინსტერის ცენტრალურ დარბაზში ყოველწლიური ღონისძიება Startup Grind Europe გაიმართა. Startup Grind ეს არის სტარტაპებისა და მეწარმეების ხელშემწყობი საერთაშორისო ინიციატივა, რომელსაც ოფიციალურად მხარს უჭერს კომპანია Google. Startup Grind, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადგილობრივი წარმომადგენლების საშუალებით რეგულარულად ატარებს სხვადასხვა აქტივობებს მეწარმეებსა და სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და კონტაქტების გაზიარების მიზნით. ლონდონმა კი Startup Grind-ის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტარტაპების გამოფენა და კონფერენცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის 25-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის Startup Grind Tbilisi-ს წარმომადგენლებმა და ფინტექ კომპანიებნა: Quickcash და Pulsar AI. ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სტარტაპების გამოფენაში და წარადგინეს საკუთარი პროექტები პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე.

Quickcash – ეს არის „სტარტაპ საქართველოს” 2016 წლის ნაკადის გამარჯვებული, რომელმაც კონკურსის ფარგლებში 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა. სტარტაპი ქმნის სერვისებს SME სეგმენტზე

Pulsar AI – ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისათვის ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილ მობილურ და ვებ პროექტებს ქმნის.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

წარუმატებლობის „ხიბლი“

Fuckup Nights – გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომლის ფარგლებშიც, ყოველთვიურად, რამდენიმე წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას…
გაიგე მეტი

EasyPay — გადახდის მარტივი პლატფორმა საქართველოდან

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ციფრული სამყაროც ვითარდება. შესაბამისად, ბიზნესები ციფრული მომსახურების დახვეწას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ. ეს როგორც…
გაიგე მეტი

როგორ ჩაიარა Startup Grind Tbilisi-ს პანელურმა დისკუსიამ?

17 თებერვალს Startup Grind-მა მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ქართული სტარტაპის, Payze-ს თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ აუდიტორიას თავისი გამოცდილება…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.