ქართული ფინტექ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ

ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. ამაზე კარგად მეტყველებს ქართული ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბების მზარდი ტენდენცია და მათ მიერ შეთავაზებული ფინტექ სერვისების აქტუალობაც.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ფინტექ სტარტაპმა უკვე შეძლო, თავიანთი სერვისები არამხოლოდ ლოკალურად შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, არამედ – გლობალურადაც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში იმ ქართულ სტარტაპებზე გიამბოთ, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.

Kernel

ერთ-ერთი ასეთი კარგი მაგალითია კერნელი, რომელიც, მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმას წარმოადგენს. მისი მეშვეობით მომხმარებლებს თავიანთი ინვოისების მარტივად მართვა შეუძლიათ. გარდა ამისა, კერნელი მათ ასევე აძლევთ საშუალებას, გამოთვალონ გადასახადები და სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეაფასებენ საკუთარ ბიზნესს და მიიღებენ უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებს.

კერნელი 2019 წლის დეკემბერში ბექა დალაქიშვილმა, ბექა ზღულაძემ და გუსტავ გროთმა დააფუძნეს. არსებობის განმავლობაში კერნელმა უკვე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი კი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა იყო, რომელმაც კომპანიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, კერნელი დღეს საქართველოს გარდა, ინდოეთსა და ფილიპინებში ოპერირებს. თუმცა, კომპანია ასევე გეგმავს ისეთ ქვეყნებში შესვლასაც, როგორებიცაა ნიგერია და პაკისტანი.

Citypay.io

როცა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე გასულ ფინტექ სტარტაპებზე ვსაუბრობთ, ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Citypay.io-ც, რომელიც ბექა ქემერტელიძემ და ერალფ ჰატიპოღლუმ დააფუძნეს. პლატფორმა ერთგვარ ციფრული გადახდების მიღების საშუალებას წარმოადგენს ბიზნესებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა მოსახერხებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სავაჭრო ობიექტებზეც გადახსენბის მისაღებად.

დღესდღეობით Citypay.io 300-ზე მეტ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას და სულ რამდენიმე თვის წინ მან უკვე შეძლო გლობალურ ბაზარზეც შეეთავაზებინა ბიზნესებისთვის თავისი სერვისები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონკრეტულ სეგმენტებზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია განახორციელა. კომპანია ასევე წარმატებით უნდა შესულიყო უკრაინის ბაზარზეც, თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეაჩერა.

Payze
Payze ქართული ფინანსური ტექნოლოგიების – ფინტექ – სტარტაპია, რომელიც ფულის მიღების ინოვაციური ონლაინ-საშუალებაა, როგორც ტექნიკური, ასევე ინტეგრაციის ყველაზე გამარტივებული ხელსაწყოებით მათთვის, ვინც ონლაინ სივრცეში პროდუქტს ან სერვისს ყიდის. სტარტაპი გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ ერთობლივად დააფუძნეს.

სტარტაპმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი.

კომპანიის ორიენტირი დასაწყისშივე ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული და მარტში სტარტაპმა უკვე მოახერხა, რომ უზბეკეთის ბაზარზე შესულიყო. Citypay.io-ს მსგავსად, Payze-ს ასევე ჰქონდა გეგმაში უკრაინის ბაზარზე შესვლაც, თუმცა, ეს პროცესი მათთვისაც დროებით შეფერხდა.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა მოთხოვნები აქვს ეროვნულ ბანკს ფინტექ კომპანიებისთვის

ფინტეკს 21-ე საუკუნეში მრავალმხრივი განმარტება აქვს. ის შეიძლება იყოს საგადახდო საშუალებების პროვაიდერი კომპანიაც, სესხის გამცემიც და კრიპტოვალუტით ვაჭრობის…
გაიგე მეტი

QuickCash – ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების ინოვაციური პლატფორმა

Quick Cash-ი მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასებისა და ღრუბლოვანი ბანკინგის ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა. QuickCash-ის საშუალებით სასურველი თანხის…
გაიგე მეტი

როგორ გაამარტივა ფინტექმა საერთაშორისო გზავნილები

გლობალური ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ფულადი ნაკადების მოძრაობაა, რომელიც უზრუნველჰყოფს ფულზე ხელმისაწვდომობის მოქნილობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.