ქართული ფინტექი Websummit-ზე

პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი.

საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ IT კომპანიები და სტარტაპები, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა გაერთიანებული არაბული ემირატების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან და სტარტაპ ჩილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში ,,ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა – როგორ გავხდეთ ახალი სილიკონ ველი“, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ბიზნეს და სტარტაპგარემო გააცნო, ისაუბრა საქართველოს მაგალითზე პატარა ქვეყნის უპირატესობებზე გლობალური ღირებულების ჯაჭვში და ქვეყანაში მზარდ ეკონიმიკაზე.

Web Summit-ზე მონაწილეობდნენ ქართული ფინტექ კომპანიები:QuickCash,Optio AI და Pulsar AI.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ და სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ შეხვედრა გამართეს ღონისძიების წარმომადგენლებთან, სამომავლოდ საქართველოში ვებსამიტის ქოლგის ქვეშ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში

BOG Fintech თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერიებს იწყებს. უფრო კონკრეტულად, ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა…
გაიგე მეტი

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის საქართველოს ბანკმა ინტერნეტბანკის მომსახურების სერვისი განაახლა და მომხმარებელზე მეტად მორგებული გახადა. პროდუქტის შემუშავება მომხმარებელთან…
გაიგე მეტი

ქალების მიერ მართული 5 ფინტექ სტარტაპი

2020 წელი არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა და მსოფლიო ჯერ კიდევ ცდილობს გაერკვეს, თუ რა შედეგები მოყვება კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. ერთადერთი,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.