ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის. როგორც მისი თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია გვიყვება მათი ონლაინ გადახდების სერვისით სარგებლობა უზბეკურ ბიზნესებს 2022 წლის დასაწყისიდან შეეძლებათ. მისი თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ამჟამად უზბეკეთში ახალი კომპანიების ბუმია.

„ახლა ძალიან კარგი დროა ბიზნესის დასაწყებად. პრაქტიკულად, ყოველ ჩამოსვლაზე გვხვდება ახალი ბიზნესის რეკლამა, მათ შორის: მარკეტ ფლეისების, ელ.ვაჭრობის პლატფორმების, ფინტექების და ა.შ. საქართველოში თუ პოტენციურად 10-12,000 ბიზნეს სუბიექტია ჩვენი მომხმარებელი, აქ მათი რიცხვი 100,000 აჭარბებს, შესაბამისად აქ გაცილებით დიდი შესაძლებლობები იხსნება Payze-სთვის. ეროვნულ ბანკთან უკვე გვქონდა შეხვედრა და ლიცენზიის მიღების ბოლო ეტაპზე ვართ, იანვრის შუა რიცხვებში უკვე ე.წ Soft Launch-ს ვგეგმავთ“ – გვიყვება გეგა

მისი თქმით, Payze უზბეკეთის ბაზარზე თითქმის იდენტური პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი, რაც საქართველოშია ხელმისაწვდომი. საწყის ეტაპზე, მცირედი განსხვავება, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე Telegram-ის მეშვეობით გადახდები იქნება. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, არსებული საკომუნიკაციო არხი ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად მომხმარებლებს ამ სერვისზეც ექნებათ წვდომა.

„წინასწარ შეხვედრებზე უამრავმა ბიზნესმა გამოთქვა ჩვენი სერვისის დანერგვის სურვილი. რამდენიმე მათგანთან გარკვეული ტიპის მემორანდუმიც დავდეთ, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას ადასტურებს. ამის საფუძველი მრავალფეროვანი სერვისია, რადგან მათ უცხოურ ბარათებზეც ვაძლევთ წვდომას, ასევე ახალ შესაძლებლობებს, რაც მათი ბიზნესის განვითარებისთვის იდეალური ვარიანტია. უკვე გვყავს რამდენიმე მსხვილი მიტანის სერვისი, რომელთან თანამშრომლობასაც ვგეგმავთ, ასევე ელ.ვაჭრობის და ფინტექ პლატფორმები.“ – ამბობს გეგა.

Payze-ს გეგმა უზბეკეთში დაახლოებით, 12 ადამიანის დასაქმებაა, რომელიც ძირითადად გაყიდვებითა და მომხმარებლების მომსახურებით იქნება დაკავებული.

„ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო საერთაშორისო ბაზარზე გუნდის ჩამოყალიბება. გაგვიმართლა და ვიპოვეთ გუნდის ლიდერი, რომელიც პარალელურად რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია. მისი რეპუტაცია და გამოცდილება დაგვეხმარა კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბებაში.“ – გვიყვება გეგა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Payze-ს გუნდის განცხადებით 2022 წლის 1 ივნისისთვის მათი სერვისი უკვე უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და საქართველოში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ Payze 500 Global-ის აქსელერაციის ფინალისტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ სილიკონ ველიზე იმყოფებოდა სხვა გამარჯვებულებთან ერთად. Payze VISA-ს პარტნიორია და ასევე YCombinator-ის, სილიკონ ველის ყველაზე პრესტიჟული აქსელერატორის წევრი.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Banking as a Service – ინოვაციური პროდუქტების შექმნის მარტივი გზა

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველას შეუძლია შექმნას ინოვაციური, რეგულირებადი ფინანსური პროდუქტები ისევე მარტივად, როგორც Shopify-ზე შეგიძლიათ შექმნათ…
გაიგე მეტი

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი

Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის – Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.