ქართული სტარტაპი საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიძინა

 

Pulsar AI-მ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. პირველი Exit ქართული ტექნოლოგიური კომპანიისთვის შეგვიძლია წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც კი დავასახელოთ. როდესაც სტარტაპერები იდეაზე იწყებენ მუშაობას, მათი უმეტესი ნაწილი სწორედ ამ მომენტს წარმოიდგენს გონებაში, როდესაც საერთაშორისო ინვესტორი მასში 7 ან 8 ციფრიან ინვესტიციას განახორციელებს.

ამიერიდან Spincar-ს ნიუ-იორკისა და ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ქალაქების გარდა, თბილისშიც ექნება წარმომადგენლობა.
როგორც Pulsar-ის თანადამფუძნებლები გვიყვებიან, თავდაპირველად ამერიკულმა კომპანიამ მათი სერვისის, Conversational AI-ის
გამოყენება დაიწყო, რამაც გაყიდვებში პოზიტიურ ძვრებს მისცა საფუძველი, სტარტაპის შესყიდვის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. “Spincar-თან
მუშაობა დაახლოებით 6-7 თვის წინ დავიწყეთ, მათ ჩვენთან შედარებით ავტოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. თავდაპირველად 30-მდე კლიენტთან მოვსინჯეთ ჩვენი ტექნოლოგია, აინტერესებდათ რამდენად კარგად ინტეგრირდებოდა Spincar-ის სერვისთან. კლიენტებისგან დადებითი უკუკავშირის მიღების შემდეგ საუბარი უკვე Pulsar-ის შესყიდვაზე წავიდა, რათა ერთობლივი ძალებით
გვემოქმედა ბაზარზე. თავდაპირველად Due diligence გავიარეთ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. გასულ კვირას უკვე წარმატებით გავიარეთ ყველა საჭირო იურიდიული ნაწილი და დავიწყეთ თანამშრომლების ინტეგრირება Spincar-ის გუნდთან„ – გვიყვება თანადამფუძნებელი სოფო
ჭყოიძე.

Pulsar-ს ახლა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო გეგმა აქვს, რომელიც Spincar-თან ერთად სერვისის განვითარებასა და დახვეწას ითვალისწინებს. „ორგანიზაციული კუთხით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დიდი ცვლილებები არ განხორციელდებოდა. წარმოუდგენელიცაა პროდუქტი გუნდის გარეშე, ეს განუყოფელი ნაწილია, მითუმეტეს კომპანიის განვითარების შედარებით ადრეულ ეტაპზე. Pulsar Spincar-ის ერთ-ერთი წარმომადგენლობა იქნება და მას ისევ ჩვენ ვუხელმძღვანელებთ, გუნდიც ძველებურად აგრძელებს მუშაობას. „ – ამბობს ზაალ გაჩეჩილაძე, რომელიც კომპანიის ასევე თანადამფუძნებელია.

სტარტაპს აქამდეც არაერთი წარმატება ჰქონია, მათ ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის მოგება, შემდეგ კი $1.2 მილიონის მოზიდვა შეძლეს ამერიკელი ინვესტორებისგან, დღეს კი უკვე მრავალ ათეულ მილიონ დოლარიანი Exit. როგორც სოფო ჭყოიძე გვიყვება, მათი სურვილი წარმატებული ტემპის შენარჩუნება იყო, რასაც კომპანია მომავალშიც შეეცდება.

„ყველაფერი 1-2 წელიწადში მოვახერხეთ, რაც ძალიან მცირე დროა. მიუხედავად ამისა, ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ 5-6 წლის ენერგია და შრომა ჩავდეთ Pulsar-ის განვითარებაში. ცხადია არ ვამბობ, რომ ეს დასასრულია, პირიქით, ახლა უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა სინერგია შედგეს ჩვენსა და Spincar-ს შორის. მგონია, რომ ეს კიდევ ერთი თავგადასავალი იქნება, რომელიც დიდ ცოდნასა და გამოცდილებას
მოგვიტანს.“ – ამბობს სოფო.

არაერთი ქართველი სტარტაპერი, მათ შორის 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქართველი თუ უცხოელი ინვესტორის დაინტერესება სწორედ მსგავსი ტიპის წარმატებულ მაგალითებზე გადიოდა. დროთა განმავლობაში ტექ.კომპანიებმა მოახერხეს და საქართველოს სახელი მის ფარგლებს გარეთ გაიტანეს, რამაც უდიდესი ბიძგი მისცა მთელს ინდუსტრიას და სტარტაპ ეკოსისტემას.

როგორც თავად გვიყვებიან, Spincar-ში Pulsar-ის არაერთ კონკურენტს ესაუბრებოდნენ, თუმცა ქართულ გუნდში ყველაზე მეტად ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული და დაუშრეტელი ენერგია იგრძნობოდა, რამაც საბოლოო ჯამში გუნდს უნიკალური წარმატება მოუტანა.

Pulsar-მა უკვე დაწერა ისტორიის პირველი ფურცელი. მისი წარმატებით გაგრძელება კი საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსის ფონზე სავსებით რეალურია. მთავარია, არ გავჩერდეთ!

 

 

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Edupay-მ პირველივე საინვესტიციო რაუნდში 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა!

საგანმანათლებლო სფერო ის მიმართულებაა, სადაც ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოში დარგი…
გაიგე მეტი

კომპანია Stripe აზიაში გაფართოებას იწყებს

საგადასახადო კომპანია Stripe-მა აზიის ბაზარზე გაფართოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 200 ახალი თანამშრომელი აიყვანა სამსახურში. აშშ–ში დაფუძნებულმა სტარტაპმა…
გაიგე მეტი

UniPAY უკვე ხელმისაწვდომია Wix.com-ზე

ვებ-გვერდების სწრაფად შექმნის პლატფორმა Wix.com-ზე უკვე UniPAY-ს გადახდის სისტემაა ხელმისაწვდომი. ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ააწყონ ვებ გვერდი Wix.com-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.