ფინტექ ინდუსტრია დღითიდღე ვითარდება, რისი გამომწვევი მიზეზიც თავისთავადაა ამ სფეროში ინოვაციური და წარმატებული სტარტაპების წარმოქმნა. თუმცა, ინდუსტრიის განვითარებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო რთული ხდება, შეიქმნას ისეთი სტარტაპი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა დამწყებ ფინტექ ბიზნესებს.
რა განაპირობებს წარმატებულ ფინტექ სტარტაპს?
იმისათვის, რომ ამგვარი სტარტაპი შექმნათ, პირველ რიგში, საჭიროა, მომხმარებლის სურვილებისა და იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რასაც ის ყოველდღიურად აწყდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენი ბიზნესის ყველა დეტალი მაქსიმალურად იყოს ოპტიმიზირებული, რათა ისეთი გადაწყვეტები მოძებნოთ, რომელიც მათ პირად საჭიროებებს პერმანენტულად დააკმაყოფილებს.
როგორ შეუძლიათ ფინტექ სტარტაპებს ეკონომიკურად რთულ კლიმატში ინვესტორების მოზიდვა?
ეკონომიკური ვარდნის პერიოდში ინვესტორების მოზიდვა რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. ფინტექ სტარტაპებმა, რომლებიც ინვესტიციებს ეძებენ, უნდა ჩამოაყალიბონ მკაფიო ეკონომიკა და ინვესტორებს აჩვენონ, რომ სტარტაპი მოგებას აუცილებლად მოიტანს.
ამჟამინდელ კლიმატში, ინვესტორების პრიორიტეტი ისეთ სტარტაპებში ინვესტირებაა, რომლებიც სტრუქტურულად ჯანსაღად გამოიყურებიან და მათ დამფუძნებლებს წარმატების რეალისტური ხედვა აქვთ.
კიდევ ერთი საკვანძო პუნქტი ისაა, რომ ხარჯების ამჟამინდელი შეზღუდვის გათვალისწინებით, ინვესტორებს უნდა აჩვენოთ მომხმარებელთა მოპოვების უნარი პროდუქტის გამოსაყენებლად მათთვის ფულადი სარგებელის მიცემის გარეშე – ეს არის ელემენტი, რომელმაც შესაძლოა, სხვებისგან განგასხვავოთ.
ლიდერობის რა თვისებებია აუცილებელი მასშტაბური ფინტექ სტარტაპის შესაქმნელად?
სრულიად ფასდაუდებელია, გყავდეთ გუნდი, რომელსაც ნამდვილად სჯერა პროდუქტისა და ბიზნეს მიზნების. გარდა ამისა, აუცილებელია, მომხმარებლის გამოხმაურება პრიორიტეტი გახადოთ და დროებით გვერდზე გადადოთ თქვენი ბიზნეს ხედვა.
ამას გარდა, კიდევ ერთი პუნქტია ერთგულება – აუცილებლად უნდა იყოთ მომხმარებლის ერთგული და მუდმივად უნდა იზრუნოთ მისი გამოცდილების გაუმჯობესებაზე. თუკი ეს ასე არ იქნება, მისი კეთილგანწყობის შენარჩუნება აუცილებლად გაგიჭირდებათ.
როგორია ფინტექის მომავალი?
როგორც ამ სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, ფინტექ პროდუქტები გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკოსისტემის ტრანსფორმაციას. ეს პროდუქტები სულ უფრო მეტად იქნება ჩართული იმაში, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი აკეთებს – იქნება ეს გადახდების დამუშავება, კლიენტების ქცევის, ანგარიშგების და სხვა ადმინისტრაციული ამოცანების გაგება, ისევე როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა დაფინანსებაზე.