ფინტექ სტარტაპებმა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები მოიზიდეს

ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის პირველ კვარტალზე ორჯერ მეტია, ნათქვამია მონაცემთა ბაზის CB Insights-ის ანგარიშში. ეს თანხა ფინტექ კომპანიებმა 614 გარიგების ფარგლებში მოიზიდეს. შარშან, იგივე პერიოდში კომპანიებს 560 გარიგება ჰქონდათ, რამაც 10,8-მილიარდი დოლარი მოუტანათ. ამ მხრივ წინა რეკორდი 2018 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც საერთო მონაპოვარი 22,3-მილიარდი დოლარი დაფიქსირდა.

წლევანდელი რეკორდი კორონავირუსის პანდემიასთანაც არის დაკავშირებული, რის შედეგადაც ციფრული გადახდები და დაზღვევა უფრო მოთხოვნადი გახდა. კვარტლის ყველაზე დიდი სარგებელი ინვესტიციების პლატფორმა Robinhood-მა, გადახდების კომპანია Stripe-მა, მოკლევადიანი სესხის მიმწოდებელმა Klarna-მ და ჩინურმა ფინანსური უსაფრთხოების კომპანია Paradigm-მა მოიპოვეს, რაც მთლიანობაში 5,7-მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება ევროპულ ფინტექ კომპანიებს გარიგებებით მათი საერთო სარგებელი 5,04-მილიარდი დოლარი იყო. ეს წინა წელთან შედარებით 180-პროცენტით მეტია. ამ მხრივ ზრდა იყო აზიაშიც, რაც მთლიანობაში 3,6-მილიარდ დოლარში აისახა. ეს წინა წელთან
შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

მასთან, 2021 წლის პირველი კვარტალი გლობალურად ფინტექ კომპანიების დაფუძნების მხრივაც რეკორდული გამოდგა. იანვარში, თებერვალში და მარტში ძალიან ბევრი ახალი ფინტექ კომპანია ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ ფინტექის ქვესექტორებს შორის ყველაზე სწრაფი
ზრდა ციფრული გადახდები და კრედიტების კუთხით არის.

წყარო: MoneyControl

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს…
გაიგე მეტი

650 000 – ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით. სტარტაპერების თანადაფინანსების 650…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.