ფინტექ პროგნოზები 2022 წლისთვის

ხელოვნური ინტელექტის ფინანსურ ინსტიტუტებში ინტეგრირება არც თუ ისე მარტივად ხდებოდა პანდემიამდე. თუმცა, სახლში ყოფნის აუცილებლობამ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. ფინანსური ინსტიტუტები და მათი პარტნიორები ვალდებულები გახდნენ, საბანკო სერვისების ავტომატიზირებაზე ეზრუნათ და ისინი მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული გაეხადათ.

2021 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ახლა უკვე საინტერესოა, რა ბედი ელის ფინტექს 2022 წელს?

ციფრული ბანკინგი

ციფრული ბანკინგი ახალი უკვე აღარ არის და მისით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 და 2021 წლებში, თუმცა, ფინტექ პროგნოზებში ის კვლავ პირველ ადგილს იკავებს – ეს კი იმიტომ, რომ ციფრული ბანკინგი მომხმარებელს გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს და მას უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურებით უზრუნველყოფს. Statista-ს შეფასებები აჩვენებს, რომ აშშ-ს მოქალაქეების 64.6% 2021 წელს ონლაინ ბანკინგს იყენებდა, რაც ნიშნავს, რომ ის საბოლოოდ გახდა ტრანსფორმაციული ინსტრუმენტი ფინანსებში. თუმცა, კვლავაცაა ვარაუდი, რომ ეს ციფრი გაიზრდება და ციფრული ბანკინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საჭირო ციფრული პროდუქტი გახდება.

რობოტული პროცესის ავტომატიზაცია (RPA)

RPA იყენებს ციფრულ რობოტებს ან პროგრამებს (ბოტებს) ადამიანის მიერ მანამდე შესრულებული რუტინული, განმეორებადი მოქმედებების ავტომატიზაციისთვის. ის განსხვავდება ხელოვნური ინტელექტისგან, რადგან არ საჭიროებს ადამიანის გონების ძალას.

რესურსების დასაზოგად და სიზუსტის გასაუმჯობესებლად, ბევრმა ბიზნესმა უკვე დანერგა RPA ტექნოლოგია. იგი გამოიყენება მარტივი ამოცანებისთვის, როგორიცაა: მონაცემთა შეყვანა და ინფორმაციის დამუშავება.

ფინტექ ბიზნესის საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად, RPA  შესანიშნავი გზაა. თანაც, მისი გამოყენების შემთხვევაში მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, უფრო ინოვაციურ და ღირებულების მქონე აქტივობებზე ფოკუსირდნენ.

აუგმენტური რეალობა/ვირტუალური რეალობა (AR/VR)

ფინანსურ ტექნოლოგიაში VR-ის გამოყენების სიხშირე ჯერ კიდევ ნელი ტემპით იზრდება. ადამიანებს უკვე შეუძლიათ აქციებში ინვესტიცია ვირტუალური რეალობის საშუალებით განახორციელონ. ვირტუალური რეალობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ფინტექი და თანამედროვე ტექნოლოგიები თავიანთი ინვესტიციებისთვის გამოიყენონ.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო რჩება, სანამ VR უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი იქნება ფინტექში, კომპანიები უკვე ატარებენ ექსპერიმენტებს ტექნოლოგიაზე მისი პოტენციალის გამოსაკვლევად. Goldman Sachs Research-ის ექსპერტის, ჰიზერ ბელინის თქმით, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა 2025 წლისთვის $80 მილიარდი+ დოლარის ღირებულების ინდუსტრია იქნება.

ბლოკჩეინი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ მთლიანად შეცვალა ფინტექ ინდუსტრიის მუშაობის რეჟიმი. ეს უახლესი ტექნოლოგია ერთგვარად, ტრანზაქციების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ უპირატესობის გამო, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები სულ უფრო აქტიურად იყენებენ Blockchain ტექნოლოგიას.

ის იმიტომაცაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინოვაციაა ციფრული ტრანზაქციებისთვის, რომ მისი მენეჯმენტი განაწილებულია, ეს კი ნიშნავს, რომ ბლოკჩეინი კონტროლდება კონკრეტული პიროვნების, კომპანიის, მთავრობის ან ბანკის მიერ.

Business Insider Intelligence-ის მოხსენების თანახმად, საბანკო წარმომადგენლების დაახლოებით 48% ფიქრობს, რომ Blockchain ტექნოლოგია ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს საბანკო საქმეზე 2022 წელს და მის შემდგომ. ხოლო 2025 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ ბლოკჩეინის ბაზრის ზომა 39,7 მილიარდამდე გაიზრდება.

ხმოვანი გადახდა

ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, სმარტფონის ხმის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფითა და ციფრული ასისტენტებით, როგორებიცაა: Siri, Google Assistant ან Amazon Alexa, გაიგონ მათი ბალანსი და განახორციელონ ტრანზაქციები.

ხმოვან გადახდებს ყველაზე მეტად, დიდი ალბათობით, მაღაზიებში გამოიყენებენ, სადაც ბარათი და ტერმინალი აღარ იქნება საჭირო. გადახდის ამ ტიპს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის ასევე ეხმარება მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელონ.

ბიომეტრიული უსაფრთხოება

ბიომეტრიული ტექნოლოგია სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ტექნოლოგიების ინოვაციებში, რადგან პირადობის მონაცემების გადამოწმება თითქმის ყველგან საჭირო ხდება. ბიომეტრია გამოიყენება ანგარიშზე წვდომის გასამარტივებლად, ონლაინ ტრანზაქციების ავთენტიფიკაციისთვის და პაროლების შესაცვლელადაც კი.

ავთენტიფიკაციის მეთოდები, როგორიცაა სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა, ხმის ანალიზი ან თითის ანაბეჭდის სკანერები, უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საბანკო უსაფრთხოების მომავალში.

ბიომეტრიული ტექნოლოგიის სხვა, უფრო მოწინავე მაგალითები მოიცავს ხელის გულზე არსებული ვენების ნიმუშებს, თვალის ფერის ამოცნობასა და ბადურის სკანირებას. უსაფრთხოების ასეთი ახალი მეთოდების გამოყენებით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ გააუქმონ პაროლების და PIN-ების საჭიროება, რაც ხშირად სახიფათოა ხოლმე.

RegTech (მარეგულირებელი ტექნოლოგია)

ტექნოლოგიის გამოყენება რეგულირების შესაბამისობის თვალყურის დევნებისთვის ცნობილია, როგორც regtech. მარეგულირებელი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ავტომატიზაციას უწევს მონაცემთა მონიტორინგს და ანგარიშგებას იმ ინსტრუმენტებით, რომლებსაც აქვთ მონაცემთა დიდი ნაკრებების ან არასტრუქტურირებული ინფორმაციის დამუშავების უნარი. ეს ტექნოლოგიები ასევე ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციის ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

და ბოლოს, ფინტექი სულ უფრო მასშტაბურ და მრავლისმომცველ ხასიათს იღებს, რის გამოც პროგნოზები და ტენდენციები უამრავია. ზემოხსენებული მაგალითების პრაქტიკაში გადმოტანის ან მათი აქტუალურობის ზრდის ხილვა სულ მალე მოგვიწევს, რადგან ეს სფერო დღითი დღე უფრო სწრაფად ვითარდება.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჩაშენებული ფინანსური სერვისები ყველა კომპანიას ფინტექად არ აქცევს

უკანასკნელ ათწლეულში, მაშინ, როდესაც პროგრამულმა უზრუნველყოფამ სამყაროზე დიდი გავლენის მოხდენა დაიწყო, ვრცელდებოდა ბევრი სიახლე, რომელიც კომპანიების ფინტექებად გადაქცევის…
გაიგე მეტი

რა ნაწილში აპირებს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების დარეგულირებას

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა კრიპტობაზარი დაარეგულიროს. მას შემდეგ, რაც Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა, მათი დარეგულირება…
გაიგე მეტი

როგორ გააერთიანებს ღია ბანკინგი ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები ღია ბანკინგის დანერგვისკენ სწრაფვას არ ჩქარობენ მაშინ, როცა ქვეყნის საბანკო სექტორი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.