ფინტექ ინდუსტრიის პოტენციალი საქართველოს ბაზარზე

2020 წელი რომ საქართველოს ელ.ვაჭრობისთვის წარმატებული გამოდგა, ამაში Galt & Taggart-ის კვლევამ უკვე დაგვარწმუნა. მათი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ელ.კომერციის ბაზარი 3.2-ჯერ გაიზარდა და 137.9 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ფინტექები სხვა მიმართულებებშიც აქტიურად არიან ჩართულნი.

სულ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ Fintech.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცალკე აღებული ფინტექის რეგისტრაცია და მონიტორინგი საქართველოში არ ხდება, თუმცა საერთო სურათის დასანახად საინტერესო იქნება გადავხედოთ, რეგისტრირებული  საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მონაცემებს.

სებ-ის მიხედვით, რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა, რომელსაც შეგვიძლია ფინტექები ვუწოდოთ, მხოლოდ 2020 წელს, 6.1 მილიარდი ლარის ღირებულების ოპერაციები განახორციელეს, რაც 638 მილიონი ლარით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ სექტორი 13%-ით უფრო მეტ ოპერაციას მოემსახურა. რაც შეეხება 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა გაცილებით მაღალი, 52%-ია და ჯამში ეს რიცხვი 3.79 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი ამოქმედებულია და ბანკებს ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება უკვე აქვთ. 2022 წლიდან დიდი ალბათობით, პროცესში ფინტექებიც ჩაერთვებიან, გამომდინარე აქედან ბაზარზე მეტი კონკურენცია და ფინანსური მომსახურების უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები გაჩნდება. თუ არსებული პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა, საგადახდო პროვაიდერების რიცხვთან ერთად, დამუშავებული ოპერაციების მაჩვენებელიც გაიზრდება.

„ვფიქრობ, ე.წ „Game Changer” მაინც ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა იქნება. ეროვნული ბანკის აზრით, ფინანსურ ტექნოლოგიებს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. ის აიაფებს და აჩქარებს ფინანსურ შუამავლობას, უფრო ეფექტურს და მოხერხებულს ხდის მომხმარებლისთვის, იზრდება კონკურენცია და აქვს გაფართოების უფრო კარგი პოტენციალი, ვიდრე ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს. მასშტაბების გაფართოებაში ცხადია ქვეყნის გარეთ სერვისის გატანას ვგულისხმობ. ჩვენი სტრატეგიული ხედვის ნაწილია ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი დატესტავენ პროდუქტს და ექსპანსიას განახორციელებენ რეგიონის მასშტაბით.“ – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება, 2018 წელს საგადახდო პროვაიდერებმა 4.6 მილიარდი ლარის ოპერაციები განახორციელეს, 2020 წელს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯამური მოცულობა 6.1 მილიარდი იყო. საქართველოს ბაზარზე ფინტექებს რომ დიდი პოტენციალი აქვთ, ამას სხვა რიცხვებიც ადასტურებენ. ჩვენი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე უკონტაქტო გადახდებით, დიდი ხანია მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა, წლების დინამიკას თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ეს მიმართულება ნახტომისებურად უფრო პოპულარული ხდება. კვლავ ეროვნული ბანკის მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, 2018 წელს სადებეტო ბარატებით გადახდებმა 4.8 მილიარდი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდა და 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. არანაკლებ დამაიმედებელია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლები, რომელიც 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ბიზნეს მაგალითი – სწრაფი გადახდების შექმნა აზროვნების ცვლილების გზით

ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება და თანხის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ხოლო COVID-19 სწრაფი გადახდების პოპულარობის ზრდას…
გაიგე მეტი

3 მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც გადახდების ინდუსტრია დგას

2020 წელი ყველასათვის საკმაოდ უცნაური და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ინდუსტრიების უმეტესობა ახალ და საკმაოდ რთულ პრობლემებს შეეჩეხა. გამონაკლისი…
გაიგე მეტი

VISA-ს კვლევა მომხმარებლების ქცევის შესახებ

Visa-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ჩვევები და ქცევა მსოფლიოში დამკვიდრებული მუშაობის ახალი ნორმების…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.