ფინტექი შესაძლებლობაა და არა საფრთხე

ვირტუალური ბანკების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, ჰონგ-კონგის ტრადიციული კრედიტორები ფინტექ ეპოქის მომავალს დადებითად აფასებენ. გასულ წელს ჰონგ-კონგის მონეტარულმა მმართველმა ორგანომ ფინტექ ინოვაციების წახალისებისა და საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერების მიზნით ოპერირების უფლება 8 ახალ ვირტუალურ ბანკს მისცა. როგორც ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბანკებში ტექნოლოგიურ ცვლილებებს საკუთარი საქმიანობისთვის საფრთხედ არ განიხილავენ და პირიქით, ამ პროცესს ენთუზიაზმით უერთდებიან, რათა ციფრული გადაწყვეტების უპირატესობებით თავადაც ისარგებლონ.

ჰონგ-კონგის ფულადი, საკრედიტო და ფინანსური კვლევების ინსტიტუტის (HKIMR) მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ ბანკები ახლა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფინტექს არა საფრთხედ, არამედ ახალ შესაძლებლობად განიხილავენ. მრავალი ბანკი უკვე იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მობაილ ბანკინგი, საბანკო ღია API, მანქანური დასწავლა და ღრუბლოვანი გამოთვლები, თუმცა მათი უმეტესობა არ ინტერესდება ქრაუდფანდინგითა და ახალი საკრედიტო პლატფორმებით, რომლებიც, მათი აზრით, საკრედიტო-ფინანსური ინსტიტუტებიდან ფულადი რესურსების სასესხო კაპიტალის არაორგანიზებულ ბაზარზე გადინებას გამოიწვევს.

ფინტექი ფართოდ განიხილება როგორც ხარჯების შემცირების, მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი ზრდის საშუალება. ტექნოლოგიური რევოლუცია კი განიხილება განსაკუთრებულ შესაძლებლობად ისეთ დარგებში, როგორებიცაა ვაჭრობის ფინანსირება, კორპორატიული დაკრედიტება და ანაბრების მომსახურება. ფინტექის გავლენა ცალსახაა: ბანკები, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ ფინანსურ ტექნოლოგიებს, ხარჯების შემცირებითა და შემოსავლების, ასევე აქტივების მკვეთრი ზრდით გამოირჩევიან.

ტრადიციული საბანკო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ახალ პირობებთან ადაპტაციის შედეგად ისინი კვლავ წამყვან როლს შეასრულებენ, რაც ახალი კონკურენტების მხრიდან პოტენციურ საშიშროებას გამორიცხავს. ვირტუალური ბანკები, თავის მხრივ, მიესალმებიან ტრადიციული ბანკებისა და ფინტექ-კომპანიების თანამშრომლობის იდეას. ვირტუალური ბანკები მეტად არიან იმ იდეის მომხრეები, რომ ბანკები და ფინტექ კომპანიები პარტნიორებად იქცევიან და მეტიც, ფინანსურ სფეროში ტრადიციული მოთამაშეები მეორეხარისხოვან პოზიციებზე გადავლენ.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

10 ფინტექ პროგნოზი 2021 წლისათვის

2020 წელი ციფრული სამყაროსთვის მასტიმულირებელი გამოდგა, განსაკუთრებით კი ფინტექის კუთხით. ბევრი წამყვანი კომპანია ფიქრობს, რომ 2020 წელი ახალი…
გაიგე მეტი

TransferWise-ის გამოცდილება DataFest-ზე

BOG Fintech-ის მხარდაჭერით, 7-9 ნოემბერს, თბილისში გაიმართა კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი, Data Fest თბილისი .…
გაიგე მეტი

ბანკისა და ფინტექის წარმატებული თანამშრომლობა

ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი, დროსთან ერთად, უფრო ჩქარდება. ამის ფონზე, ბიზნესის ნებისმიერი სფერო საჭიროებს ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.