ფინტექის შესაძლებლობები და გამოწვევები განვითარებად ბაზრებზე

ფინტექს ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი გავლენა აქვს, თუმცა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მან განვითარებად ბაზრებზე იქონია. ამ სტატიაში განვიხილავთ ფინტექის უპირატესობებსა და გამოწვევებს განვითარებად ბაზრებზე, ასევე როგორ ცვლის ეს ტექნოლოგია ფინანსურ ლანდშაფტს.

ფინტექის შესაძლებლობები განვითარებად ბაზრებზე

სწორედ იმიტომ, რომ განვითარებად ქვეყნებში საბანკო სერვისებზე წვდომა შედარებით დაბალია, განვითარებადი ბაზრები წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ფინტექ კომპანიებისთვის. ხოლო თუკი ამგვარი ბაზრებისთვის ტრადიციული ფინანსური სერვისები ხელმისაწვდომია, ისინი შედარებით ძვირია ხოლმე. აქედან გამომდინარე, ფინტექ კომპანიებს შეუძლიათ, გახადონ ფინანსური სერვისები უფრო ხელმისაწვდომი ამ ბაზრებისთვის.

კიდევ ერთი დადებითი, რაც ფინტექმა განვითარებად ბაზრებს შეიძლება, მოუტანოს, არის მობილური გადახდები. ეს კი იმიტომ, რომ ამგვარი ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს წვდომა მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ არა – ტრადიციულ საბანკო სერვისებზე.

განვითარებად ბაზრებს ახასიათებთ კიდევ ერთი რამ – აქ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს ნაკლებად ენდობიან. სწორედ ამიტომ, განიხილავენ, რომ მსგავს ბაზრებზე ბლოკჩეინის ტექნოლოგია განვითარდება, რადგან ის შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, პროცესებს გამჭვირვალედ ადევნონ თვალი.

ფინტექ გამოწვევები განვითარებად ბაზარზე

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი ბაზრები, ერთი შეხედვით, ფინტექისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან, არსებობს გამოწვევებიც – მაგალითად, რეგულაციების დაცვა.

ბევრ განვითარებადი ქვეყნის ბაზარს აქვს რთული და ცვალებადი მარეგულირებელი გარემო, რამაც შეიძლება გაართულოს ფინტექ კომპანიების შესვლა. იმისთვის, რომ მათი პროდუქტები და სერვისები შეესაბამებოდეს ადგილობრივ კანონებსა და რეგულაციებს, ფინტექ კომპანიებს მოუწევთ მჭიდრო თანამშრომლობა მარეგულირებელებთან.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ბევრი განვითარებადი ქვეყნის ბაზარი აწყდება, არის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. ხშირად, ფინტექ სერვისების მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, სანდო ინტერნეტ კავშირი და ციფრული იდენტიფიკაციის სისტემები, რაც ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

განვითარებადი ბაზრების პერსპექტივიდან ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ ფინტექ სტარტაპების ეკოსისტემასაც. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლდო სხვა ქვეყნების, არამედ საქართველოს ჭრილშიც, 6 აპრილს, რესპუბლიკაში Startup Grind სწორედ ამ თემაზე გამართავს მორიგ შეხვედრას, რომელზეც ცნობილი ქართველი VC – ლევან შალამბერიძე ისაუბრებს.

უპირველეს ყოვლისა, მოწვეული სპიკერი განიხილავს ფინტექ ინდუსტრიას საქართველოში და ასევე იმას, თუ როგორ შეიძლება საქართველო ფინტექ ჰაბი გახდეს რეგიონისთვის.

შეხვედრაზე ფინტექ გამომწერებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, შეთავაზების გასააქტიურებლად დარეგისტრირდით ბმულზე

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ონლაინ გადახდის სისტემების მომავალი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ციფრული სამყარო სულ უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესები ციფრული მომსახურების განვითარებას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ.…
გაიგე მეტი

სილიკონ ველის ინვესტორი და მენტორი მარვინ ლიაო ქართულ ფინტექ სტარტაპ ეკოსისტემაზე

მარვინ ლიაო ყველაზე პრესტიჟული სტარტაპ კომუნის, სილიკონ ველის ინვესტორი და მენტორია. გარდა ამისა, ის მუშაობდა Yahoo-ში, იყო 500Startups-ის…
გაიგე მეტი

Sweeft-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში 1200 ქართველი დეველოპერის დასაქმებას გეგმავს

ციფრული პროდუქტების შექმნა გარკვეულ სპეციფიკასთანაა დაკავშირებული. გუნდს მუდმივად სჭირდება დეველოპერი, UX/UI დიზაინერი, ფინანსური ანალიტიკოსი და ა.შ. თუმცა არის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.