ფინანსური ფიტნესი და მობილური ბანკინგი COVID-19-ის პანდემიის დროს

COVID-19-ით გამოწვეული პანდემია მომხმარებლებს ციფრული არხების გამოყენებისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, Meniga-ს ანგარიშის მიხედვით, ბანკებმა ახლა, როგორც არასდროს, მაქსიმალურად სწრაფად უნდა უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, რათა მომხმარებლებმა მეტად დამოუკიდებლად შეძლონ ფინანსური მომსახურების მიღება. სტატიაში, სათაურით ფინანსური ფიტნესი COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკის პირობებში, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ისლანდიური კომპანია განმარტავს, რომ COVID-19 განაგრძნობს ადამიანების ქცევის ცვლილებას და აქვე აღნიშნავს, რომ თუ ბანკები ტრანსფორმაციას დაუყოვნებლივ არ დაიწყებენ, ისინი ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგებიან. Meniga-ს ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბანკების მიერ COVID-19-მდე დაწყებული ციფრული ტრანსფორმაციის პოზიტიური დინამიკის მუხედავად, პროცესი საკმაოდ შეზღუდული იყო.

Digital Banking Report-ის კვლევიდან ვიგებთ, რომ პანდემიის დაწყებამდე ორგანიზაციების მხოლოდ 15% თვლიდა საკუთარ თავს ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერად. თუმცა, პანდემიის დაწყებისთანავე მომხმარებლებმა უარი თქვეს ტრადიციული ბანკის ფილიალების სტუმრობაზე და ტრანზაქციების განხორციელებისა თუ საკუთარი ფინანსების მართვისთვის სრულად გადავიდნენ ციფრულ არხებზე.

Nucoro-ს კვლევიდან ირკვევა, რომ 14 მარტიდან 14 აპრილამდე პერიოდში დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 12%-მა პირველად გადმოიწერა საკუთარი ბანკის მობილური აპლიკაცია, რის შედეგადაც პანდემიის ფონზე მობილური საბანკო მომსახურების პოპულარობის მკვეთრდი ზრდა დაფიქსირდა. პანდემიამ ასევე 72%-ით გაზარდა ფინტექ აპლიკაციების მოხმარება.

Meniga მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო ასწრაფდება, რადგან ჯანდაცვის კრიზისი ციფრული ბანკინგის კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს და ამით საბანკო აპლიკაციებს ფინანსური მომსახურების მიღების ძირითად საშუალებად აქცევს. “ახლა ის დროა, ბანკებმა მომხმარებლებს დახვეწილი სამომხმარებლო ინტერფეისი და ხელსაწყოების სრული ნაკრები შესთავაზონ”, — აღნიშნულია ანგარშში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო სექტორში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გარკვეულწილად ფინტექის გამოჩენამ განაპირობა. PSD2 რეგულაციები და ისეთი ტრენდები, როგორიცაა, მაგალითად, ღია ბანკინგი, სწრაფად იპყრობენ საბანკო სექტორს, რაც დროის სვლასთან ერთად კონკურენციას სულ უფრო გააძლიერებს.

დამოუკიდებელი კვლევის მონაცემებით, რომლებიც Meniga-ს ანგარიშში მოხვდა, ირკვევა, რომ ევროპაში გამოკითხულ ბანკირთა 51% მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს ბანკები საკუთარ მომხმარებლებს კონკურენტი ბანკების და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების გამო დაკარგავენ. Meniga-ს აზრით, ძლიერ კონკურენტუნარიან გარემოში ბანკებს ყურადღების მიღმა მნიშვნელოვანი საკითხი რჩებათ — მათ საკუთარი ფინანსების მართვის (PFM) საშუალებას უფრო მეტი რესურსი უნდა დაუთმონ. Business Insider-ის ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა უმეტესობა საკუთარი ბანკის სერვისებთა შორის ყველაზე მეტად PFM მომსახურებით არის უკმაყოფილო. მეტიც, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ PFM მომსახურება არასაბანკო პროვაიდერებისგან უფრო მოქნილი და პრაქტიკულია.

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობის დროს მომხმარებლებს სჭირდებათ ხელსაწყოები, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვაში, თანხის დაზოგვასა და ზოგადად, ფინანსების მართვაში. არასტაბილური ეკონომიკური ვითარების პირობებში ბანკების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად Meniga-მ პერსონალური ფინანსური მომსახურების ინსტრუმენტების ნაკრები შეიმუშავა, რომელიც ფინანსური დაგეგმარების გაფართოებულ სერვისს, ხარჯების ანალიზს, ფულის ნაკადის მართვას, გემიფიცირებულ ფინანსურ ფიტნესს და მრავალ სხვა სერვისს მოიცავს.

აღნიშნული გადაწყვეტა ბიზნესის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს და ფულის ნაკადის მონიტორინგს, ე.წ. ქეშბექს, ბაზრების შესახებ ინფორმაციას და სხვა მრავალ ბიზნეს ფუნქციას უზრუნველყოფს. Meniga ქალაქ რეიკიავიკში 2009 წელს დაფუძნდა და ბანკებს ციფრულ ფინანსურ სერვისებს და PFM-თან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. კომპანია მსოფლიო მასშტაბით ისეთ მსხვილ ბანკებს ემსახურება, როგორებიცაა UOB, Santander, Commerzbank, Unicredit, Nordea, mBank და Tangerine.

 

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ქართული ფინტექი Websummit-ზე

პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს…
გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე Startup Grind-ზე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 23 მარტს გაიმართა Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველი დამფუძნებლის,…
გაიგე მეტი

ჩაშენებული ფინანსური სერვისები ყველა კომპანიას ფინტექად არ აქცევს

უკანასკნელ ათწლეულში, მაშინ, როდესაც პროგრამულმა უზრუნველყოფამ სამყაროზე დიდი გავლენის მოხდენა დაიწყო, ვრცელდებოდა ბევრი სიახლე, რომელიც კომპანიების ფინტექებად გადაქცევის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.