ტესლა სადაზღვევო კომპანიის დაარსებას აპირებს

ივლისის ბოლოს ტესლას დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია სადაზღვევო სექტორში აპირებს ძალების მოსინჯვას. ინვესტორებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტესლა “დიდი სადაზღვევო კომპანიის აშენებას” აპირებს. მასკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე კომპანია აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყებს მუშაობას და მძღოლებს სადაზღვევო პრემიებსა და საფასურს თავიანთი ავტომობილების შიდა სენსორებით შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზებს.

ტესლას სადაზღვევო კომპანიის დაარსება ადრეც უცდია. 2019 წელს მან მძღოლებისთვის შიდაორგანიზაციული სადაზღვევო გეგმა წარადგინა, რომლის საფასურიც კონკურენტებთან შედარებით 20%-ით იაფი უნდა ყოფილიყო. თუმცა, Business Insider-ის ცნობით, მომხმარებლებმა, რომლებმაც სადაზღვევოს ვებგვერდის გაუქმებამდე საათებით ადრე პირობების მიღება მოასწრეს, განაცხადეს, რომ მათი არსებული პოლისი ტესლას შეთავაზებაზე იაფი უჯდებოდათ. გასაკვირი არაა, რომ პროექტმა მალევე განიცადა მარცხი.

ამ ახალი ინიციატივის იდეის არსი ისაა, რომ რადგან მომხმარებელი მანქანისთვისაც და მისი დაზღვევისთვისაც ერთ კომპანიას მიაკითხავს, ტესლა შეძლებს, მათ ისეთი პერსონალიზებული პოლისი შესთავაზოს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ ქცევას. მაგალითად, გათვალისწინებული იქნება ის, თუ რამდენად რისკიანად ატარებს მძღოლი ავტომობილს. “ტესლას დაზღვევის საბოლოო მიზანია, გამოვიყენოთ ავტომობილების მიერ შეგროვებული ის მონაცემები, რომლებიც საჭესთან მჯდომი ადამიანის ტარების პროფილს შექმნის”, — აღნიშნა მასკმა, — “რათა შევაფასოთ კორელაციები და ავარიის პოტენციური რისკი და ამაზე დაყრდნობით დავუდგინოთ ცალკეულ მომხმარებელს თვიური სადაზღვევო პრემია”.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Visa ევროპულ ფინტექ სტარტაპს 2 მილიარდ დოლარად ყიდულობს

Visa-მ განაცხადა, რომ Tink-ის შეძენას აპირებს და მასში 2,15 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ცნობისთვის, Tink წამყვანი ფინტექ სტარტაპია ევროპაში,…
გაიგე მეტი

მალე ბრიტანეთში ბიტკოინის გასანაღდებლად 16 000 ახალი ბანკომატი იქნება

ბრიტანეთში კრიპტოვალუტის მფლობელებს ბიტკოინის განაღდება უკვე 16 000 ბანკომატით შეეძლებათ. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ლონდონში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია BitcoinPoint-ისა და…
გაიგე მეტი

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

29 ივნისი, 2018 – საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა. ღია…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.