სტარტაპი, რომელიც კრიპტოვალუტის სანდოობას უზრუნველყოფს

ეს ის თემაა, რომელიც დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც მსოფლიოში, ისე – საქართველოში. ეს ციფრული ვალუტა კი შედარებით მეტ უსაფრთხოებას და გარანტიებს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული ფულის ფორმა. სწორედ ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რამდენიმე თვის წინ Ambry შეიქმნა. იმის შესახებ, თუ რა არის მისი მისია, რა პრობლემას წყვეტს და როგორ აპირებს საქმიანობის განვითარებას Ambry, სტარტაპის თანადამფუძნებელი, ლუკა ლომსაძე გვიყვება:

პირველ რიგში, ვის მიერ და როდის დაარსდა Ambry ?

Ambry-ს ჰყავს 5 თანადამფუძნებელი:

  • ლუკა ლომსაძე
  • მიხეილ ბერიკაშვილი
  • ნიკა ყოლბაია
  • გიორგი მდივნიშვილი
  • თენგიზ ლაშხი

ჩვენ, ყველა ვართ eMoney / MyCoins-ის გუნდის წევრები და სწორედ ამ კომპანიებში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებით, კრიპტო და ფინტექ სფეროში, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ის აუცილებელი პროგრამა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას კრიპტო სამყაროში გაამარტივებდა. სწორედ ამ დროს, 2021 წლის მეორე ნახევარში, შეიქმნა Ambry.

რა მისია აკისრია Ambry-ს/რა პრობლემას წყვეტს ის?

Ambry არის ბლოკჩეინის ანალიტიკური პლათფორმა, რომლის მეშვეობით, როგორც უბრალოდ ადამიანებს, ასევე კრიპტო კომპანიებსა და ბანკებს, შეუძლიათ ნებისმიერი კრიპტო მისამართის შემოწმება და ნახვა, ჰქონია თუ არა ამ მისამართს შეხება რაიმე საეჭვო, სხვა მისამართთან ან ტრანზაქციასთან; ასევე, შესაძლებელია ნებისმიერი კრიპტო ტრანზაქციის შემოწმება, რაც მომხმარებელს აჩვენებს ტრანზაქციის წარმომავლობას, დეტალებს და შემდგომ გავლილ გზებს.

საიდან გაჩნდა, მსგავსი ტიპის სტარტაპის შექმნის იდეა და რატომ/როგორ მიხვდით რომ საქართველოში ეს სერვისი საჭირო იყო?

Amby თავდაპირველად შეიქმნა MyCoins-ისთვის, რათა კომპანიას შეძლებოდა მისი მომხმარებლების საფულეებისა და ტრანზაქციების მარტივი მონიტორინგი, რაც პლათფორმის მომხმარებლებს უქმნის გაცილებით უფრო უსაფრთხო გარემოს, კომპანიას კი – უკეთესს სტატუსს.

Ambry-ს მეშვეობით ინდივიდები შეძლებენ, სხვადასხვა კრიპტო მისამართთან საქმის დაჭერამდე შეამოწმონ მათი სანდოობა და აკონტროლონ ტრანზაქციები.

კრიპტო კომპანიებს შეუძლიათ, მონიტორინგი გაუწიონ საკუთარი მომხმარებლების ბაზას და, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი რაიმე საეჭვო ტრანზაქციას განახორციელებს (რაც შეიძლება იყოს: შავ ბაზარზე თანხის გადარიცხვა, Money Laundering, Gun trafficking და ა.შ) Ambry მას მომენტალურად ამოიცნობს და კომპანიას ამის შესახებ შეატყობინებს.

ბანკებს კი – Ambry-ს მეშვეობით, შეუძლიათ, აკონტროლონ საკუთარი მომხმარებლების ანგარიშზე თანხის წარმომავლობა, ვინც ვინც კრიპტო მაინინგში ან ვაჭრობაში არის ჩართული.

როგორი ბიზნეს მოდელით მუშაობთ?

ჩვენ გვაქვს 2 მოდელი, ერთი – საცალო მომხმარებლებისთვის და მეორე – კომპანიებისთვის.

კომპანიებს, დეტალების გავლის შემდეგ ეძლევათ გარკვეული სახის პერიოდული გადასახადი, რაც მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე შედგება.

ხოლო საცალო მომხმარებლებს – შეუძლიათ, აირჩიონ სხვადასხვა პაკეტი, საკუთარი სურვილებისა და მიზნების მიხედვით.

როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს Ambry-ს საქართველოში და გეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებში გასვლას?

ვფიქრობთ, რომ საქართველოში მთავარი აქცენტი ბანკებსა და კრიპტო პლთფორმებზე გავაკეთოთ, შემდეგ უკვე – საცალო ვაჭრობაზე.

2023 წლამდე ქართული ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ და სამომავლოდ კი – პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში შესვლას, რასაც მცირე დროში ევროპის მარკეტიც მოჰყვება.

რა ეტაპზე ხართ ახლა და ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე დეველოპმენტის პროცესს ვასრულებთ და პლათფორმას მეტად “User friendly”-ს ვხდით.

2022 წლის მესამე კვარტალში უკვე სრულყოფილი და მრავალი ახალი დამატებული პროდუქტით აქტიური კომერციული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ.

ზოგადად შეგვიფასეთ, რამდენად აქტუალური ხდება კრიპტო საქართველოში და თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს მას აქ?

საქართველოში კრიპტოვალუტები ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კრიპტოვალუტების არამხოლოდ უბრალო ყიდვა/გაყიდვის ფუნქციონალის, არამედ სხვა უსაზღვრო შესაძლებლობების ჩვენებაზე ქართული საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, რომ ცოდნის დონე ნელ-ნელა უფრო იმატებს.

ასევე, ვთვლი, რომ საქართველოში კრიპტოვალუტებს ძალიან დიდი მომავალი აქვს – ჩემი პროგნოზით, მომავალ 5 წელიწადში, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უკვე კარგად ეცოდინება კრიპტოსამყარო და მისი შესაძლებლობები.

და ბოლოს, რატომ „ambry“?

რატომღაც ქართულთან ოდნავ მიახლოებული სახელი გვინდოდა, რომ აგვერჩია და დავიწყეთ ქართული მითოლოგიური გმირების მოძებნა; შედეგად, შეგვხვდა „ამბრი“, რომელიც ძლიერი გმირია და ყველაფერს იცავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სახელი გვეწოდებინა სტარტაპისთვის.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა

სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა იმდენი მოახერხა,…
გაიგე მეტი

განაგე – ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ – ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ…
გაიგე მეტი

100,000 ლარი გრანტი Optio Discovery-სთვის

ქართულმა ფინტექ კომპანიამ, Optio.Ai-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 100,000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. GITA-ს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.