სილიკონ ველის ინვესტორი და მენტორი მარვინ ლიაო ქართულ ფინტექ სტარტაპ ეკოსისტემაზე

მარვინ ლიაო ყველაზე პრესტიჟული სტარტაპ კომუნის, სილიკონ ველის ინვესტორი და მენტორია. გარდა ამისა, ის მუშაობდა Yahoo-ში, იყო 500Startups-ის ერთ-ერთი წევრიც. ამჟამად მარვინი GITA-ს საბჭოს წევრიცაა, რომელიც სამთავრობო გრანტების
კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს განსაზღვრავს. სილიკონ ველის ინვესტორი 30 ივნისს საქართველოს ეწვია და რამდენიმე ტრენინგი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებთან და სტარტაპებთან ჩაატარა. სწორედ ამ პერიოდში მან Fintech.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუც
მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

–  პირველ რიგში რას ფიქრობთ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაზე.

–  ჩემთვის ნებისმიერი დრო, რომელსაც საქართველოში ვატარებ საინტერესოა. თითქმის 2.5 წელიწადია რაც GITA-ს საბჭოს წევრი ვარ და მინდა
აღვნიშნო, რომ ჩემი ყოველი ჩამოსვლის შემდეგ სიტუაცია უმჯობესდება: სტარტაპები, პრეზენტაციები, იდეები – ყოველ ჯერზე უფრო საინტერესოა, რაც კარგის ნიშანია. ვფიქრობ, უკვე შექმნილია გარკვეული მომენტუმი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია. ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელიც გლობალურ ბაზარს ადევნებს თვალს, არაა აუცილებელი საქართველო „სილიკონ ველს“ შევადარო, თქვენს ქვეყანას თქვენი უნიკალური თვისებები ახასიათებს რაც უნდა გამოიყენოთ. სილიკონ ველი 50-60 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ანტრეპრენერების არაერთი თაობა გამოიცვალა, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო სუფთა ფურცლიდან იწყებს და სილიკონ ველთან შედარება სწორი არ იქნება. იგივე ლონდონში 20 ან თუნდაც 10 წლის წინ სტარტაპებისთვის არ იყო ხელსაყრელი პირობები, ამიტომ ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული.

–   თქვენ სად ხედავთ საქართველოს პოტენციალს?

–   ვფიქრობ, საქართველომ ყველაზე მეტად ესტონეთსა და ისრაელს უნდა მიბაძოს. აქ უამრავი შესანიშნავი ბიზნესი და სტარტაპია. ეს ქვეყნები თავისი ზომით საქართველოს ჰგავს. თქვენ სხვადასხვა უპირატესობები გაქვთ, რომელიც უნდა გამოიყენოთ, მაგალითად მცირე ზომის ქვეყანაში მენეჯმენტი გაცილებით უფრო მარტივია. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი პატარაა, ლოკალური პოტენციალის ათვისების შემდეგ ამ ქვეყნებიდან სტარტაპები პირდაპირ აშშ-ის ბაზარზე შედიან, რაც ასევე უპირატესობაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ენის ბარიერი, უამრავი ქართველი საუბრობს ინგლისურად თავისუფლად, რაც უნდა გამოიყენოთ.

–  ფიქრობთ, რომ ქართული სტარტაპების კონკურენტულობა გაზრდილია?

–  აბსოლუტურად ასეა.

– რა არის ამის მთავარი მიზეზები?

–  ვფიქრობ, სხვადასხვა საგრანტო პროგრამებმა და GITA-ს თანამშრომლებმა ამაში დიდი წვლილი შეიტანეს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ
500 Startups-ის როლი ამ პროცესში. მენტორების ჩართულობა, მათი ტრენინგები სტარტაპერებს ძალიან ეხმარებათ. შეიძლება მათი კომპანია წარმატებული ვერ გახდეს, თუმცა ის ცოდნა სამომავლოდ ძალიან პრაქტიკულია და აუცილებლად გამოადგებათ. მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტარტაპების კრიტიკული მასა შეიქმნას, ისინი ერთმანეთისგანაც ბევრს ისწავლიან და საბოლოო ჯამში კარგ სტარტაპ ეკოსისტემას ჩამოაყალიბებენ, უბრალოდ ამ ყველაფერს დრო სჭირდება

–  საინტერესოა რა იცით ქართული ფინტეკ კომპანიების შესახებ, რა პოტენციალი აქვს ამ სექტორს

– პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ფინტეკ მიმართლება ნებისმიერ ქვეყანაში გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს. ისევე როგორც აშშ-ში,საქართველოშიც რამდენიმე მსხვილი ბანკია წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში მომსახურებაში ჩნდება უამრავი გეპი, რომლის ამოვსებაც ფინტეკ კომპანიებმა უნდა შეძლონ. ეს არამარტო მომხმარებლებისთვის, თავად ბანკებისთვისაც სასარგებლო იქნება, სწორედ ასე მოხდა აშშ-შიც.
როდესაც მომხმარებელს B2B ან B2C სეგმენტში პრობლემა აქვს, ეს უამრავ შესაძლებლობას აჩენს სტარტაპერებისთვის. ნებისმიერ დროს, როდესაც პრობლემას ან გამოწვევას შეხვდებით იცოდეთ, რომ ეს სტარტაპებისთვის ახალ შანსს ნიშნავს. დიდი კომპანიები სწრაფად იზრდებიან, თუმცა მათი ყურადღების მიღმა არაერთი საკითხი რჩება, რაც ფინტეკებმა უნდა გამოიყენონ.

– მოგვიყევით თანამედროვე ტრენდების შესახებ. რა მიმართულებებია ყველაზე პოპულარული სილიკონ ველზე

–  პანდემიამ უამრავი რამ შეცვალა. მხოლოდ მოგზაურობის აღნიშვნა რად ღირს, რომელზეც უამრავი კომპანია იყო მიბმული. ბოლო
პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ელ.ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ უმსხვილესმა კომპანიებმა კარგად გააცნობიერეს გაციფრულების მნიშვნელობა, რასაც დიდი რესურსები დაჭირდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ კიბერუსაფრთხოება, სახლიდან მუშაობის დროს ყველას გვსურს, დაცულები ვიყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები, ყველა მიხვდა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ფასს, რაც ძალიან კარგია ჩვენი მომავლისთვის. რომ შევაჯამოთ, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ძალიან ნაყოფიერი წელი გამოდგა.

– ყველა სტარტაპერს აქვს მომენტი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის…

– როგორც წესი ძირითად შემთხვევაში ასე ხდება

-რა უნდა იყოს ამ დროს მთავარი მოტივაცია, რომ #არგაჩერდე?

–  მისია. თუ სტარტაპს იმისთვის აკეთებ, რომ ბევრი ფული იშოვო, ჩემი აზრით, უბრალოდ, იდიოტი ხარ. ფული და შემოსავლები უბრალოდ მომსახურების და პრობლემის გადაჭრის შედეგია. სტარტაპერებს ძალიან, ძალიან უნდა ადარდებდეთ პრობლემის გადაჭრა, აინტერესებდეთ მისი მოგვარება. ამისთვის შეიძლება პირადი მიზეზი ჰქონდეთ ან უბრალოდ მიდრეკილება ამა თუ იმ საქმის მიმართ. სწორედ ეს აძლევს ადამიანებს უდიდეს მოტივაციას. თუ მაინცდამაინც დიდი ფულის შოვნა გსურთ, Google-ში ან Facebook-ში იმუშავეთ.

–  რაც შეხება კერძო სექტორის როლს ეკოსისტემის განვითარებაში. თავდაპირველად მხოლოდ სამთავრობო გრანტები იყო პოპულარული,
ახლა „საქართველოს ბანკის“ დახმარებით ტოპ აქსელერატორი, 500 Startups შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში.

–   კერძო სექტორის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანია. მათ წვდომა აქვთ უამრავ მომხმარებლებთან, ასევე ინვესტორებთან. სილიკონ
ველი დღეს სხვანაირი იქნებოდა მათ გარეშე. წარმატებული ტექ.კომპანიები ერთმანეთს ზრდიან და ავითარებენ. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია, თუმცა შემდეგ ეტაპზე კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ პასუხობს საბანკო სექტორი პანდემიის გამოწვევებს

11 მარტი, 2020 წელი − თარიღი, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოცხადდა. ამ შემთხვევამ კაცობრიობის ისტორია შეცვალა და…
გაიგე მეტი

ქართული ფინტექ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ

ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. ამაზე კარგად მეტყველებს ქართული ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბების მზარდი ტენდენცია და…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.